in

მილიონობით წლის წინ დაწყებული მტრობა, რომელსაც დასასრული არ უჩანს — სტივ კატსის ახალი ანიმაცია

A Brief Disagreement — ასე ჰქვია ბრიტანელი რეჟისორის, სტივ კატსის ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას. ის გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდებოდა საბრძოლო იარაღები მილიონობით წლის განმავლობაში, ადამიანთა მტრობა კი კვლავ პრიმიტიულ სტადიაზე დარჩა.

კაცობრიობის საყვარელ გართობის ვიზუალური მოგზაურობა

ბრძოლა, დაპირისპირება, ნგრევა, დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმა მეორე დაამარცხოს… ასეთია ანიმაციაში წარმოდგენილი რეალობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება ჩვენს სამყაროში. ამ დაუსრულებელი ციკლის უწყვეტობას რეჟისორი „ლოგიკური“ დასასრულით ასახავს: როდესაც სრული განადგურება მიიღწევა, გამოქვაბულის ორი კაცი ნანგრევებიდან გამოდის და მთელი პროცესი თავიდან იწყება.

საგულისხმოა, რომ კატსი ცხოვრების მწარე და სამწუხარო ასპექტებს იდეალური სიზუსტით ასახავს. მათ შორისაა:

  1. 5 წუთში ჩატეული სასტიკი სიმართლე – რა არის ბედნიერება თანამედროვე საზოგადოებისთვის?!
  2. ერთ წუთში ასახული 2020 – როგორია ბუნება ადამიანის გარეშე?
  3. რას დავამსგავსეთ სამყარო! – სტივ კატსის ანიმაცია The Turning Point

მუსიკით მოპოვებული სიმშვიდე – ბეკარი – პირველი მუსიკათერაპიის ცენტრი საქართველოში

რა ძალა აქვთ სამსახურის მეგობრებს?