17
Dec
2018

სირცხვილია დახმარების თხოვნა? – რას ამბობდა სტივ ჯობსი 23 წლის წინ

17 Dec 2018

სტივ ჯობსმა ადამიანურ შესაძლებლობებს, ერთგვარი, ზღვარი დაუწესა. მან სხვები გამოიწვია, რომ უფრო დიდხანს ემუშავათ, უფრო მეტი ეკეთებინათ და შესაბამისად, უფრო დიადი მიზნები ექციათ რეალობად.

statiebi-bog
statiebi-bog

ჯობსი იყო მომთხოვნი, თუმცა მან კარგად იცოდა სხვებისთვის დახმარების თხოვნის მნიშვნელობა და ძალა.

„არასდროს მქონია შემთხვევა, ვინმესთვის თხოვნით მიმემართა და უარი მიმეღოს. 12 წლის ვიყავი, ბილ ჰევლეტთან რომ მივედი: „გამარჯობა, მე სტივ ჯობსი ვარ. საშუალო სკოლის მოსწავლე და მინდა, რომ სიხშირის მზომი ციფრული მოწყობილობა შევქმნა. იქნებ, ჩემთვის სათადარიგო ნაწილი გქონდეთ?“ – მას მისცეს სათადარიგო ნაწილები, უფრო მეტიც, იმ ზაფხულს, ბილმა Hewlett-Packard-ში დაასაქმა, სადაც თავს, როგორც სამოთხეში, ისე გრძნობდა. „არასდროს გაუთიშავს ჩემთვის ვინმეს ტელეფონი. უბრალოდ, მე ვთხოვდი, მოესმინათ. და დღეს, როცა ადამიანები რაღაცას მეკითხებიან, ვცდილობ, ყოველთვის თანავუგრძნო და პასუხი ისე გავცე. ამით, ერთგვარად, მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჰქონდათ დრო, ჩემთვის მოესმინათ“.

ადამიანების უმეტესობა არასდროს ითხოვს, ამბობს ჯობსი. ბევრი ჩვენგანი არასდროს აიღებს ტელეფონს და დარეკავს დახმარების სათხოვნელად. თუმცა კი, სწორედ ამით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან – ისინი, ვინც სხვების დახმარებით, მიზანს აღწევენ და ისინი, ვინც მხოლოდ ოცნებობენ.

არ არის მარტივი, საკუთარ სიამაყეს გადააბიჯო და დახმარება ითხოვო. თუმცა თუ სწორად გაიაზრებ ამ პროცესს, მოულოდნელად, ძალიან კარგი რაღაც შეიძლება, მოხდეს.

„შეგიძლია, დამეხმარო?“ – ამ ორი სიტყვით შენ საუკეთესო სამსახურის გაწევა შეგიძლია სხვა ადამიანებისთვის:

შენ ამჟღავნებ მათ მიმართ პატივისცემას. ამით, შენ მას ეუბნები: „ჩემზე მეტი იცი “, „შენ იმის გაკეთება შეგიძლია, რაც მე არ შემიძლია“, „შენ გაქვს გამოცდილება, ნიჭი ან რაღაც სხვა, რაც მე მაკლია“. „მე პატივს გცემ“.

ამჟღავნებ ნდობას. სააშკარაოზე გამოგაქვს შენი დაუცველობა, შენს სუსტ მხარეებს წარმოაჩენ მათთან, თუმცა ამავდროულად, მათი ცოდნისა და გამოცდილების მიმართ ნდობას ამჟღავნებ.

გამოხატავ მათი მოსმენისთვის სურვილსა და მზაობას: არ მოგიწევს იმაზე ფიქრი, მე რისი მოსმენა მინდა. უბრალოდ, მითხარი, რას ფიქრობ და მე შენს რჩევას გავითვალისწინებ“.

სხვებისადმი პატივისცემისა და ნდობის გამოხატვით, სხვის თვითშეფასებას ამაღლებ და ამასთან, იმას იღებ, რაც გინდოდა. ასეთი საქციელით კი, ხაზს უსვამ, რომ სისუსტის გამომჟღავნება ჩვეულებრივი ამბავია, დახმარების თხოვნა სირცხვილი არაა!… რითაც გზას უხსნი სხვებს, რომ სხვა დროს, შენ მოგმართონ რჩევის საკითხავად.

წყარო: inc.com



განხილვა