in

ალბერტ აინშტაინისა და სტივ ჯობსის საიდუმლო – როგორ ვიყოთ უფრო კრეატიულები სამსახურში?

ალბერტ აინშტაინის ხსენებაზე თვალწინ, ალბათ, ყველას თმაგაჩეჩილი პროფესორი წარმოგიდგებათ, რომლის მიგნებებმაც სამყარო შეცვალა. ის ბევრს ფიქრობდა, თუმცა, არასოდეს ყოფილა ოფისში და მაგიდასთან მომუშავე ადამიანი. პირიქით, არაფრის კეთების დროს ფიქრობდა ყველა თავის იდეაზე. ძალიან უყვარდა ნავით სეირნობა და ფეხით სიარული. საათობით დადიოდა ქუჩაში, სანაპიროზე. კარგად იცოდა, რომ საუკეთესო იდეები ადამიანს, ხშირად, არაფრის კეთების დროს მოსდის.

„უსაქმურობა“ კრეატივისთვის

შესაძლოა ამ ფრაზამ დაგაფიქროთ. მაგრამ ეს რეალობაა – სტივ ჯობსი, ხშირად, სამსახურში „ტაიმ აუტს“ იღებდა, რომ თავის საუკეთესო იდეებზე, მაგალითად, iPod-ის შექმნაზე ეფიქრა. დრო, როცა მან ყველა საქმე გადადო და სხვადასხვა, ახალ შესაძლებლობაზე ფიქრობდა, ბუნებრივია უქმად არ დაკარგულა.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად საქმის კეთება კრეატიულობას კლავს. უბრალოდ ნიშნავს, იმას, რომ თქვენი გუნდი უფრო შემოქმედებითი იქნება, თუ მათ თავისუფლებას მისცემთ. მათთვის აუცილებელია, დროდადრო ჰქონდეთ მომენტები, როცა არაფერს გააკეთებენ და საკუთარ იდეებზე იფიქრებენ.

თუ თქვენ მენეჯერი ხართ, დაფიქრდით, რა დრო შეიძლება გამოყოთ გუნდში ინოვაციური აზროვნებისა და იდეების გენერირებისთვის. ან როგორ მისცეთ ბიძგი ამ ყველაფერს, მაგალითად, Twitter აწყობს ჰაკათონებს, აარონ სორკინის (სცენარისტი ფილმებისა: Steve Jobs, The Social Network) შხაპის თერაპია – შხაპი დღეში 6-ჯერ. 

ინსპირაციის მეცნიერება 

ბევრი მენეჯერისთვის ძალიან რთული ამოცანა იქნება, რომ გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი გუნდის წევრებს, ოფისში ნაკლები იმუშაონ. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ალბერტ აინშტაინისა და სტივ ჯობსის იდეები მეცნიერულადაც დადასტურებულია – მათ იდეების გენერირების პროცესი რამდენიმე ეტაპად დაყვეს, რომელთაგან ერთ-ერთი არის „ინკუბაცია“.

ამ საფეხურზე ადამიანის გონება გაუცნობიერებლად ახარისხებს ბოლო პერიოდში მიღებულ ცოდნას, საკუთარ რესურსებს და ვიზუალურ წარმოსახვას, შემდეგ კი ეძებს ახალ და უნიკალურ გზებს მათი გაერთიანებისათვის. ეს არის ეტაპი რომელსაც ვერ დააჩქარებ და ვერც ბიძგს მისცემ. უბრალოდ ადგილი უნდა გაათავისუფლოთ მისთვის და სცადოთ ფიზიკურად სხვა რამეზე გადართვა შხაპის თერაპია იქნება ეს, ფეხით სეირნობა თუ ხატვა. მთავარია, რომ ამ დროს სხეული სხვა საქმითაა დაკავებული, გონებას კი აქვს საშუალება სხვა რამეზე იფიქროს. ეს პროცესი იდეების ინკუბაციისთვის იდეალურია.

შემდეგ კი დადგება მომენტი, როდესაც გონება „დაგაჯილდოებთ“ და რაღაც ახლის აღმომჩენები გახდებით. თქვენც მოგეცემათ საშუალება წამოიძახოთ „ევრიკა“. მაგრამ ამას ვერასოდეს მიაღწევთ ინკუბაციის პერიოდის გარეშე, ანუ თუ საქმისგან ცოტა ხნით არ მოწყდებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი აკეთოთ, ინკუბაციის პერიოდამდე უნდა მიხვიდეთ თავდაუზოგავი შრომით, ახალ-ახალი ინფორმაციის მიღებით და შეცნობით. ტვინი შთაგონებით უნდა აივსოს, რომ მოხდეს აფეთქება. ალბერტ აინშტაინი მხოლოდ გონების „განათების“ მომენტით კი არ ცხოვრობდა, შემდეგ „დიდი ბრძოლა“ გადაიტანა მათემატიკასთან, რომ თავისი დებულება დაემტკიცებინა.

თქვენი გუნდი ვერასოდეს გაგაოცებთ არაჩვეულებრივი იდეებით, თუ მათ, ინკუბაციისთვის, სივრცეს და თავისუფლებას არ მისცემთ. ეს თითქოს უსაქმურობას ჰგავს, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ ხანდახან არაფრის კეთება ყველაზე კრეატიული რამეა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ეს სტივ ჯობსმაც იცოდა, ალბერტ აინშტაინიც ასე აკეთებდა და თუ თქვენც გააცნობიერებთ ამას, თქვენი გუნდი ბევრად უფრო კრეატიული იქნება.

 

წყარო: Inc



„27 აგვისტოს, საქართველოში პირველი „ლაივ“ ავტოაუქციონი გაიმართება“ – Lion Group

ქართული ინდი-თამაში Medulla iOS-ზე უკვე ხელმისაწვდომია