in

როგორ იქცა სტივ ჯობსის ხელნაწერი რეკლამა Apple-ის ჰიტად?

ცოტა ხნის წინ სტივ ჯობსის არქივიდან რამდენიმე საინტერესო არტეფაქტი გამოვლინდა — მათ შორის იყო ეფლის წინასწარი ჩეკი, რომელიც მოკრძალებულ თანხას, 175 აშშ დოლარს მოიცავდა. ახლა კი ბოსტონში დაფუძნებულ RR Auction-ის აუქციონზე Apple-1 კომპიუტერის ორიგინალი, სტივ ჯობსის მიერ შექმნილი და ხელნაწერი რეკლამა გამოიტანეს.

ეს ისტორიული არტეფაქტი, რომელიც Apple-ის არსებობის ადრეული დღეების მდგომარეობას ასახავს, გამომგონებლის ყურადღების უნარს ჰფენს ნათელს — იგრძნობა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის თითოეული დეტალი და რამდენად წინდახედულ ხედვას ინარჩუნებდა. უფრო კონკრეტულად, სარეკლამო ფურცელზე ინოვაციური პლატფორმისთვის განკუთვნილი უხეში ტექნიკური სპეციფიკაციების მონახაზია დატანილი და თან ახლავს სტივენ ჯობსის ხელმოწერა. გარდა ამისა, აქვეა საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის ჯობსის მშობლების მისამართი და Apple Computer Company-ის თავდაპირველი შტაბ-ბინის მისამართი.

თანაც ეფლის ისტორიკოსი კორი კოენი ადასტურებს, რომ ხელნაწერი სარეკლამო პროექტი Apple-1-ის ორიგინალ რეკლამას ემთხვევა, რომელიც 1976 წლის ივლისში გამოქვეყნდა — ასე აღინიშნა ეფლის მოგზაურობის საჯარო დასაწყისი პატარა ავტოფარეხში შექმნილი სტარტაპიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კორპორაციამდე. რეკლამას თან ახლავს პოლაროიდის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც კომპიუტერის აწყობილი დაფა, კლავიატურა და მონიტორია ნაჩვენები. ჯობსმა ერთ-ერთ კადრს იუმორისტული ანოტაციაც დაურთო — ეკრანის ბუნდოვანებაში კამერის მოძრაობა „დაადანაშაულა“.

„ეს არტეფაქტი ხელშესახებ კავშირს გვთავაზობს პერსონალური გამოთვლითი რევოლუციის დაწყებასთან“, — აღნიშნავს ბობი ლივინგსტონი, RR Auction-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.

მარკ პოლარდი Ad Black Sea 2023-ს სპიკერი იქნება!

Capri Sun-მა ბავშვების ხმაურისგან თავის დაღწევა მარკეტინგულად გამოიყენა