22
Nov
2018

10 რჩეული სიმღერა სტივ ჯობსის “ფლეილისტიდან”

22 Nov 2018

მუსიკა ბევრი ადამიანისთვის ძვირფასი რამაა, თუმცა ანტრეპრენუარებისთვის ეს წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ინსტრუმენტია. როგორც ლონდონის გოლდსმიტის დოქტორი ვიქტორია უილიამსონი ამბობს, “ტვინის წარმოსახვის შესწავლა გვიჩვენებს, რომ მუსიკით შესაძლებელია ტვინის გარკვეული უბნების აქტივირება”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუსიკა ტვინის დასაპროგრამებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პროდუქტის პრეზენტაციისას, სტივ ჯობსმა მისი მუსიკალური ნაკრები გაასაჯაროვა. როგორც ცნობილია, ის კრეატივის გენერირებისთვის მედიტაციას იყენებდა, ამდენად, დიდი ალბათობით, მუსიკასაც უსმენდა განწყობის შესაქმნელად და ცნობიერის კონკრეტული მდგომარეობის მისაღწევად. წარმოგიდგენთ იმ ცნობილი სიმღერების ნაკრებს, რამაც სტივ ჯობსის მსგავსად, შეიძლება თქვენც შთაგაგონოთ:

statiebi-bog
statiebi-bog

 

“Imagine” (ჯონ ლენონი)

ჯობსს სჯეროდა, რომ მისი პროდუქტები მსოფლიოში გამორჩეულ ადგილს დაიკავებდა, ამდენად, არაა გასაკვირი, რომ ის ლენონის უტოპიურ შედევრს წაეხალისებინა…

 

“Hard Headed Woman” (ქეთ სტივენსი)

ეს სიმღერა, inc.com-ის რწმენით,  სტივ ჯობსის მეუღლესადმი გრძნობებსა და პატივისცემას გამოხატავს.

 

“Highway 61 Revisited” (ბობ დილანი)

ეს რიცხვი ჯობსის იუმორის გრძნობას პასუხობს, როდესაც ის მსოფლიოს გამაოგნებელ პროდუქტებს სთავაზობდა.

 

The Goldberg Variations (იოჰან სებასტიან ბახი)

ბახიდ და სტივ ჯობსიც ცნობილი არიან იდეალურობამდე მისული პროდუქტების შექმნით, მუსიკისა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად.

 

 “Truckin'” (The Grateful Dead)

სტივ ჯობსი ბიზნეს შეხვედრებისთვის ხშირად მოგზაურობდა. ალბათ, ეს სიმღერა ჯობსს შემოქმედებით განწყობას უქმნიდა ხანგრძლივი მოგზაურობისას.

 

“Late for the Sky” (ჯეკსონ ბრაუნი)

ეს დამაფიქრებელი ბალადა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე გვესაუბრება. შესაძლოა, ჯობსი ამ სიმღერას რთულ პერიოდებში შინაგანი ბალანსისა და ხედვის დასაბრუნებლად უსმენდა.

 

“Blue in Green” (მაილს დევისი)

ეს დიდებული ჯაზმენის, მაილს დევისის კლასიკაა, იდეალური მუსიკა ხანგრძლივი და დატვირთული დღის ბოლოს მოსადუნებლად და დასამშვიდებლად.

 

“Beast of Burden” (The Rolling Stones)

ესა სიმღერა გაძლევს მუხტს, შეინარჩუნო ინდივიდუალობა, საზოგადოებრივი ზეწოლის მიუხედავად, რომელიც გაიძულებს იყო ის, ვინც არ ხარ.

 

“Won’t Get Fooled Again” (The Who)

ჯობსმა, მისი კარიერის განმავლობაში, შეცდომები დაუშვა, თუმცა, ერთი და იგივე შეცდომა არასოდეს მოსვლია. ამ მოსაზრებით, ეს სიმღერა მისთვის ბიზნეს სტრატეგიის თემატიკას უნდა მოხდენოდა.

 

“Blowin’ in the Wind” (Peter, Paul & Mary)

თუკი ლენონის Imagine ისეთ სამყაროს წარმოადგენდა, როგორის ნახვასაც ჯობსი ინატრებდა, ბობ დილანის ეს სიმღერა უსათუოდ გაახსენებდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

 

წყარო: inc.com



განხილვა