გულწრფელად თუ ვიტყვით, არსებობის 56 წლის მანძილზე სტივ ჯობსმა ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღო. სტენფორდის 2005 წლის გამოსაშვებ საღამოზე კი, სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებამ შესანიშნავი იდეები მოისმინა მის ხედვაზე, როგორ უნდა შევიქმნათ საუკეთესო ცხოვრება…
სტივ ჯობსის გამოსვლა შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გამოწვევებისა და წარუმატებლობისთვის თვალის გასწორებისკენ მოგვიწოდებს. მან მომაკვდინებელ დიაგნოზებზეც ისაუბრა, როდესაც აცნობიერებ, რომ დედამიწაზე ყველანი შეზღუდული დროით ვიმყოფებით.
„ნუ გაებმებით დოგმების ხაფანგში — ეს რის სხვა ადამიანების აზროვნების შედეგებით ჩამოყალიბებული ცხოვრება.
სხვის მოსაზრებებს უფლებას ნუ მისცემთ, თქვენი შინაგანი ხმა დაახშოს.
და რაც მთავარია, გეყოთ გამბედაობა, თქვენს გულსა და ინტუიციას მიჰყვეთ. ხალხმა რატომღაც უკვე იცის, თუ ვინ გინდათ, გახდეთ.
ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია“.
მოკლედ თუ შევაჯამებთ და სამ მთავარ სიტყვას გამოვყოფთ, ასეთ ფორმულას მივიღებთ: მიჰყევით თქვენს გულს! — ჰო, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ სტივ ჯობსი ამით ხელმძღვანელობს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი
ნუ იფიქრებთ, რომ ეს პესიმისტური მიდგომაა, მაგრამ ჯობსი მოგვიწოდებს, საკუთარი სიკვდილის პერსპექტივა გავითვალისწინოთ, რათა „სრულყოფილად“ ცხოვრება შევძლოთ. რეალურად, ამგვარი პრინციპით საკუთარ თავს ერთგვარ ლიმიტს ვუწესებთ — არა იმისათვის, რომ თავი შევიზღუდოთ, არამედ მაქსიმალურად სავსე ცხოვრების მისაღებად.
„იმის მუდმივად გახსენება, რომ ერთ დღესაც მოვკვდები, ჩემთვის ყველზე ძლიერი ინსტრუმენტია დიდი მიზნებისკენ ნაბიჯების გადასადგმელად. რადგან თითქმის ყველაფერი — ყველა მოლოდინი, მთელი სიამაყე, უხერხულობის ან წარუმატებლობის შიში — ეს ყველაფერი სიკვდილის პირისპირ გაქრება და რჩება მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა სტივ ჯობსმა 2005 წლის გამოსვლაში.
მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორია ირგვლივმყოფთა მოლოდინები, შეხედულებები და ფიქრები. „რა მენდომებოდა, თუ მეცოდინებოდა, რომ ეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღეა?“ — ასეთ კითხვას უსვამდა ჯობსი საკუთარ თავს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკიდან. ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველამ უნდა დავსვათ, რათა სწორად გავარკვიოთ ჩვენი მიზნები, მისწრაფებები და მისია. თანაც, ამას ყოველდღიური რუტინის სახე უნდა ჰქონდეს.
წყარო: Inc.