in

სტივ ჯობსის აზრით, ეს ერთი ჩვევა გამოარჩევს წარმატებულ ადამიანებს სხვებისგან

ამ თემაზე სტივ ჯობსმა, Computerworld Information Technology Awards Foundation-ის ფარგლებში, დენიელ მოროუსთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება. დენიელმა ჯობსს შემდეგი კითხვა დაუსვა: რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდების წარმატებას დღეს? წყალქვეშ დამალულ როგორ რიფებს უნდა ერიდონ? ჯობსმა უპასუხა: “დარწმუნებული ვარ, იმის ნახევარს, რაც წარმატებულ ანტრეპრენუარებს წარუმატებლებისგან განასხვავებს, შეუპოვრობა წარმოადგენს.” ეს ინტერვიუ 1995 წელს შედგა. მისი მოსმენა ამ ვიდეოდანაც შეგიძლიათ…

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

 

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, თუმცა ჯობსის მოსაზრება ჯერაც აქტუალურია.

სიჯიუტე

ოდესმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომლის საქმისადმი თავდადებამ და შეუპოვრობამ შთაგაგონათ? შესაძლოა, ეს თავად ხართ. და თუ ასეა, სტივ ჯობსთან რაღაც საერთოც გქონიათ.

სირთულეებისა და კიბოსთან ბრძოლისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ჯობსი ხვდებოდა, რომ სიჯიუტე მიზნისა და მოწოდების ერთობლიობას მოიცავდა. სწორედ ეს აძლევს ძალას ადამიანებს, ბოლომდე იარონ მიზნისკენ: “თუ გყავთ ოჯახი და ამავდროულად, საკუთარი ბიზნესიც ახლახან დაიწყეთ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება შეათავსოთ… დარწმუნებული ვარ, რაღაც გამოვა, მაგრამ ეს რთული გზაა. ეს თითქმის თვრამეტსაათიანი სამუშაო გრაფიკია, ყოველდღიურად, მთელი კვირის განმავლობაში. თუკი საკმარისი შთაგონება და მისწრაფება არ გაგაჩნიათ, ვერ გადარჩებით და დანებდებით” – განაცხადა ჯობსმა.

1995 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვისწავლეთ ოჯახისა და პირადი პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე, გავიაზრეთ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა წარმატების მისაღწევად, თუმცა, ეს გზა რთული, დატვირთული და ხანგრძლივია. ამ ყველაფერს კი, მისწრაფების, ლტოლვის გარეშე ვერ შეძლებ. ესაა ის ძრავი, რომელიც გრანდიოზულ იდეებზე, პრობლემების მოგვარებასა და სამყაროს უკეთესად გარდაქმნაზე მუშაობის საშუალებას მოგცემს. ასე რომ, დიახ, შეუპოვრობა საქმის ნახევარია.

კიდევ სხვა რამ…

ჯობსმა იცოდა, რომ დიდი იდეების განსახორციელებლად შეუპოვრობა სხვებშიც უნდა გაეღვიძებინა. სწორედ ამიტომ, განსაზღვრა კომპანიის მისია შემდეგნაირად: “ჩვენი მისიაა შევქმნათ ინსტრუმენტები გონებისთვის, რაც კაცობრიობას განვითარებაში დაეხმარება”.

ამის შესახებ მან ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა. მაშინ ჯობსი 44 წლის იყო: “ბილ გეითსის ციტატა ვნახე, რომელიც ექვსი თვის წინ უთქვამს: ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობდი ჩემს 20-იან წლებშიო. ვიცი, რასაც გულისხმობს, რადგან იმავე ასაკში მეც ძალიან ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ყოველდღე, დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კარგია ასეთი შრომა – ბევრს ასწრებ, მაგრამ ამ რეჟიმში მუდმივად ვერ იცხოვრებ, არც გენდომება, რომ სულ ასე იცხოვრო. ასეთ დროს, გიწევს განსაზღვრო, რა არის მართლა მნიშვნელოვანი და უფრო მეტი იმუშავო სხვა ადამიანებთან.”

მისი სიცოცხლის ბოლო წლის განმავლობაში, ჯობსმა გაიაზრა მისი ადგილი საინფორმაციო საუკუნეში და ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც: “ვერ ვხედავ აზრს, დავიქირავო ჭკვიანი ადამიანები და ვუთხრა, რა გააკეთონ. ჩვენ ვქირაობთ ჭკვიან ხალხს და ისინი თავად გვეუბნებიან, რა გავაკეთოთ.”

ეს ბრწყინვალე გაკვეთილია, რომელიც თანამედროვე ლიდერებისთვისაც აქტუალურია, სფეროს მიუხედავად.

ესაა, გაეცალო გზიდან და საშუალება მისცე “ცოდნის მუშაკებს” იზრუნონ საკუთარ საქმეზე, მიკრომენეჯმენტის გარეშე.

საბოლოო ჯამში, შედეგი მოდის და ის შუა ზაფხულის ატამივით ტკბილია. 1984 წელს, როცა ჯობსმა “ეფლის” აქციონერთა კრებაზე, “მაკინტოში” წარადგინა, მას ოვაციებით შეხვდნენ. შემდეგ, Playboy-ის ინტერვიუში ჯობსმა თქვა: “ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. არც კი გვჯეროდა, რომ გამოვიდა. ყველა ვტიროდით.”

წყარო: inc.com



„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა

ქუთაისის აეროპორტი, მგზავრთა გადაყვანის ზრდით, ევროპის ერთ-ერთი ლიდერია