in

სტივ ჯობსის 9.18-დოლარიანი ჩეკი, სავარაუდოდ, 25 000 დოლარად გაიყიდება

ჩეკი, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც 9.18 აშშ დოლარს შეადგენს, ახლა 25 000 დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს. ეს კი იმიტომ, რომ მას ხელი Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმა 1976 წლის 23 ივლისს მოაწერა ხელი — სწორედ იმ წელს, როცა მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია დაარსდა.

მისამართად 770 Welch Rd., Ste. 154, Palo Alto არის მითითებული. დიახ, ეს ჯობსის ოჯახის ავტოფარეხის მისამართია, საიდანაც Apple-ის ისტორია იწყება… ჩეკის სათაურია Apple Computer Company და იგი Tektronix, Inc.-ის მისამართით გამოწერეს. კონკრეტული კომპანია ტესტირებებისა და გაზომვების პროტოკოლისთვის საჭირო აღჭურვილობას აწარმოებდა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ეს ქვითარი შეიძლებოდა Apple Computer I-ის შესამოწმებლად გამოეწერათ.

ხოლო იმის გამო, რომ ჩეკი იდეალურ მდგომარეობაშია, იგი 25 000 დოლარზე მეტადაც შეიძლება გაიყიდოს. ჯერჯერობით კი ტოპ შეთავაზება 10 721 აშშ დოლარს უდრის, რაც 23 ივნისამდე კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს…

საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელს „სტივენ ჯობსი“ აწერს, ერთ-ერთია Apple-ის ისტორიის იმ იშვიათი სამეულიდან, რომელიც 23 ივნისს RR აუქციონის გზით გაიყიდება. აქვე შეხვდებით 1982 წლის ჟურნალ TIME-ის თებერვლის ნომერს, რომლის გარეკანზეც სტივ ჯობსი და მისი ხელმოწერაა ასახული. Apple-ის თანადამფუძნებლის მიერ შექმნილი Apple-1 კომპიუტერიც ამ აუქციონის ნაწილი იქნება. მათ გაყიდვას კი 25 000-დან 450 000 დოლარამდე გეგმავენ.

20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა

2028 წელს წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავს ვიხილავთ