in

სტივ ჯობსის მონეტის დიზაინი ცნობილია

US Mint-მა სტივ ჯობსის პატივსაცემად გამოშვებული 1-დოლარიანი სამახსოვრო მონეტის ოფიციალური დიზაინი წარადგინა და ასე ეფლის თანადამფუძნებლის მემკვიდრეობა ხელშესახებ ნივთად გარდაქმნა. 2026 წლის გამოშვება American Innovation $1 Coin Program-ის ნაწილია, რომელიც ინოვატორებს მიაგებს პატივს, ადამიანებს, რომლებმაც ამერიკული კულტურა და ინდუსტრია შეცვალეს…

BOG
BOG

მონეტის დიზაინზე ახალგაზრდა სტივ ჯობსის პორტრეტს ვხედავთ, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიის პეიზაჟის ფონზე ფეხებგადაჯვარედინებული ზის — გარემოს, რომელმაც მისი განწყობა და ტექნოლოგიებისადმი მიდგომა განსაზღვრა. აქაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზედით, ჯინსითა და სპორტული ფეხსაცმელებითაა წარმოდგენილი.

პორტრეტის ირგვლივ კი შემდეგ წარწერებს ამოიკითხავთ: Steve Jobs, Make Something Wonderful, California და United States of America. აღნიშნულთაგან Make Something Wonderful 2023 წლის ჯობსის ხელნაწერებისა და სიტყვით გამოსვლების კოლექციას ეხმიანება, რომელიც Steve Jobs Archive-მა შემოგვთავაზა. ხოლო მონეტის წინა მხარეს კვლავ თავისუფლების ქანდაკების სტანდარტული დიზაინი გვხვდება. 

მოკლედ რომ ვთქვათ, სტივ ჯობსის 1-დოლარიანი მონეტა იმ დიზაინის ეთოსს ასახავს, რომელმაც მისი კარიერა განსაზღვრა: მარტივი იდეები, რომლებსაც სიზუსტე და ემოცია აძლიერებს…

US Mint-ის მონეტის დიზაინზე პოლ რომანომ და ჯონ პ.მაკგრიუმ იმუშავეს. 2026 წლის დასაწყისში კი იგი 13.25 დოლარად Mint-ის ვებგვერდიდან გაიყიდება.

ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირის, LOPOTA CUP 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

როგორია „თბილისი ჰილსის” აპარტამენტში ცხოვრება ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში