in

Steve Madden ნიუ-იორკის შეულამაზებელ რეალობას გვაცნობს

სწორედ ამიტომ დარბის ვირთხა მეტროში…

BOG
BOG

Steve Madden-მა უკვე შემოდგომის 2024 წლის კამპანია გამოუშვა და იგი Never Miss A Beat-ის სახელით გაგვაცნო. ნამდვილი ნიუ-იორკის შეგრძნებას ასახავენ და ქალაქის საკულტო ელემენტებში გვამოგზაურებენ. სკეიტბორდის კულტურიდან დაწყებული საკულტო მოდამდე, ჰოთ-დოგის ჯიხურებამდე და თაგვის გარბენამდე, აქ ყოველი დეტალი ქალაქის ქუჩების შარმსა და ენერგიას ასახავს. მოკლედ რომ გითხრათ, ნიუ-იორკის ავთენტურობა ისე წარმოაჩინეს, რომ კლასიკური ელემენტები Madden-ის სტილის შესაბამისი ყოფილიყო.

Steve Madden-თან კოლაბორაცია ოცნებას ჰგავდა — ყოველ ჯერზე, როცა გაბედულ იდეას შევთავაზებდით, ისინი მას მთელი გულით იღებდნენ. ერთად ჩვენ ვეცადეთ, დაგვეფიქსირებინა ნიუ–იორკის შეულამაზებელი რეალობა, რომელიც კომერციულ სივრცეში ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ. ამ დროს კი შესანიშნავი იყო იმ დონის თავისუფლებისა და ნდობის ქონა, რომელიც მათ მოგვანიჭეს, — აცხადებს სტივენ ბრაჰმსი, Golden Projects-ის სარეკლამო სააგენტოდან. 

შემოქმედებითი პროცესი ტრადიციულ კინემატოგრაფიულ მიდგომას გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არც სპეცეფექტებს ნახავთ და არც კამერის მკვეთრ მოძრაობებს. ესეც ნიუ-იორკის ქუჩების სტილის ავთენტურობის ასახვას ემსახურებოდა, თავისივე Tai Chi-ის ქალბატონებითა და მოცეკვავეებით. რეალობა მეტად ხელშესახები რომ გაეხადათ, სწორედ ამიტომ ვხედავთ ვირთხას…

სტივენი იდეალური პარტნიორი იყო უცნაური ნიუ-იორკის გასაცოცხლებლად. Steve Madden-ში ნამდვილად გვსურდა, რომ ეს ნიუ-იორკელებისთვის ნიუ-იორკელების მიერ შექმნილი მომენტი ყოფილიყო, რადგან სწორედ აქ დაიბადა და გაიზარდა ბრენდი. ეს ნამდვილად აერთიანებს ყველაფერს, რაც ნიუ-იორკში მიყვარს…, — აცხადებს ჯისო ჰონგი, Steve Madden-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

დანარჩენი კი თავად ნახეთ:

რატომ აქვთ ცინიკოსებს წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი

თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 2024 გაიმართება