მარკეტერებისთვის ნელ-ნელა უფრო მეტი საშუალება ჩნდება თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.
22 მაისს თბილისში ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი PR ექსპერტი სტიუარტ ბრუსი მასტერ-კლასს ჩაატარებს.
სხვადასხვა დროს სტიუარტ ბრიუსი იყო ბრიტანეთის ორი მინისტრთა კაბინების კომუნიკაციების ხელმძღვანელი
მისი კომპანიის კლიენტებს შორის არიან: Sony Ericsson, Unilever, PayPal, United Nations, HSBC, First Direct, GlaxoSmithKline, Discovery Channel, Philips, SunGard and the NHS.
PR სპეციალისტი საქართველოში “Marketing House Georgia” –ს პროგრამით ჩამოდის, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის (NIMA) წარმომადგენლობაა და 2008 წლიდან მარკეტინგში საერთაშორისო კვალიფიკაციის მისაღებად ამზადებს სპეციალისტებს.
NIMA ასევე ახორციელებს პროექტს Life Long Learning, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტები მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში მასტერკლასებსა და “ვორკშოპებს” ატარებენ . ორგანიზატორები ამბობენ, რომ “Marketing house Georgia”– ს მიერ საქართველოში ორგანიზებულ უცხოელი ექსპერტების მასტერ-კლასებს 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
სტიუარტ ბრუსი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ჩაატარებს მასტერ-კლასს.
“თემად შევარჩიეთ ძალიან დროული საკითხი: “Online PR”. მასტერ-კლასზე განხილული იქნება ინტერნეტ სივრცეში კომპანიის კომუნიკაციის მართვის ინსტრუმენტები. საკითხი აქტუალურია, ვინაიდან სულ უფრო მეტი კომპანია საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან არხად სწორედ ონლაინ და სოციალური მედიას იყენებს”,- ამბობს Marketing House Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ელენე გორდეევა.
მასტერკლასის სამიზნე აუდიტორიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალსიტები, მარკეტერები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები და ბლოგერები წარმოადგენენ.
ელენე გორდეევა ამბობს, რომ მასტერ-კლასზე ბევრი პრაქტიკული ინსტრუმენტები და ახალი ტენდენცია იქნება განხილული.
15 აპრილამდე რეგისტრაციისას შემთხვევაში მონაწილეობის საფასური შეადგენს USD 195, შემდეგ – USD 230. საფასური მოიცავს მონაწილეობას, ჰენდაუტებს, სერტიფიკატს სტიუარტ ბრუსის ხელმოწერით, ლანჩს და ორ ყავაზე შესვენებას. ორგანიზატორებს სპეციალური შეთავაზება აქვთ, მათთვის ვისაც მონაწილეობას დამსაქმებელი კომპანია არ უფინანსებს, 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს მეექვსე უფასოდ შეუერთდება.
მასტერკლასი 22 მაისს ჩატარდება, ღონისძიების მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge დარეგისტრირდით დღესვე!
გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 37 31 28