ჩვენს ეპოქაში ვიზუალურ კონტენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც ახლა ინოვაციური ფოტოების პლატფორმა Stills-ის ანგარიშს გაგაცნობთ 2025 წლის ტრენდების შესახებ ფოტოგრაფიაში. დაწყებული ბუნებრივი სურათებით და დამთავრებული ტიპოგრაფიული ვიზუალებით, აქ ყველაფერს იხილავთ:
ბუნებრივი, რეალური ფოტოები
2010 წლის გაპრიალებული ფოტოები წარსულს ჩაბარდა. დღეს აუდიტორიას ავთენტურობის ნახვა სურს ბრენდებით, რომლებიც პროდუქტის გაყიდვიდან გამოცდილებისა და ადამიანური კავშირებისკენ გადაინაცვლებს. ეს ტრენდიც რეალურ, გაუფილტრავ მომენტებს ანიჭებს უპირატესობას, დაუმუშავებელი კადრებით, რომლებიც ცხოვრებისეული სტილისა და ტანსაცმლის ბრენდებში უნდა ვიხილოთ.
აბსტრაქტული ფოტოები
აბსტრაქტული, რაღაც ტექსტურის მქონე გამოსახულებები სურათს მეტ სიღრმეს მატებს და ნამუშევარს უფრო ხელშესახებს ხდის. ეს ტექნოლოგიებისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმისას, ფიზიკური და ციფრული გამოსახულებების გაერთიანებისას იგრძნობა და გრძელვადიან შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
მუქი ფოტოები
დრამატული ვიზუალები მუქი ჩრდილებით, ტონებითა და მკაფიო კონტრასტებით უფრო მეტად შეგვხვდება სოციალურ მედიაში. ინსპირაციას კი არც მეტი, არც ნაკლები, Louis Vuitton-ის, Gucci-ისა და Fear of God-ის მოდის სახლებიდან იღებს.
განათებული ფოტოები
ამ დინამიკურ ტრენდს პირდაპირი განათება და სინათლით საგნის იზოლირება ახასიათებს, რომელიც დაუყოვნებლივ იპყრობს ყურადღებას. ე. წ. ფლეშ ფოტოგრაფია უფრო მეტად იმ ბრენდების მიერ გამოიყენება, რომლებსაც სურს, ავთენტურად და ენერგიულად გამოიყურებოდეს.
JPEG არტეფაქტები
ამასობაში, საერთაშორისო ციფრული არტეფაქტები შემოდის მოდაში, რომლებიც დაუმუშავებელ, გამიზნულად არასრულყოფილ ხარისხს მატებს ფოტოებს. ეს ადრეულ ინტერნეტნოსტალგიებს ეხმიანება და უნიკალურ ვიზუალურ ტექსტურას გვაზიარებს.
კოლაჟი
წესების რღვევითა და ელემენტების შერწყმით ორგანიზებული ქაოსი იქმნება, რომელიც ამ ტრენდს განსაზღვრავს. არასრულყოფილებას ზეიმობს, გვთავაზობს დიზაინებს, რომლებიც ორგანული და გამორჩეულია დღევანდელ გადაჭედილ გარემოში.
ახლა კი უშუალოდ დიზაინის ტრენდებისკენ გადავინაცვლოთ:
ნახევრად დამთავრებული ვიზუალები
ბრენდები ხელით შესრულებულ, არასრულ სტილს მიმართავენ, რათა პერსონალობა ვიზუალურ იდენტობაში შეიტანონ. Wieden + Kennedy-ის კრეატიული დირექტორი ნიკ რიდი გვეუბნება: „ჩვენ იდენტობებში პერსონაჟებისა და პერსონალიზმის დაბრუნება დავიწყეთ, ბრენდები წარსულს უბრუნდება, რათა გამოავლინოს ის, რაც მათ უნიკალურს ხდის“.
ამოჭრა და დაწებება
ციფრული ვიზუალებით გაჯერებულ სამყაროში ფიზიკური ტექნიკები ბრუნდება და უნიკალურ კონტრასტს გვთავაზობს. ნამუშევარსაც ავთენტურად ჰუმანურს ხდის და გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში ეხმარება.
Serif მეფობს
ტიპოგრაფიაც ბრუნდება დახვეწილი, Serif ფონტებით, რითაც გრძელვადიან შთაბეჭდილებას ქმნის. Serif მემკვიდრეობასა და მუდმივობაზე საუბრობს და, ამასთან, დიზაინერებს ეხმარება, კომპიუტერის მიერ გენერირებულ სამყაროში ნაკლებად იგრძნონ თავი.
2025 Photography in Design Trend Report-ის სრულად ნახვას ამ ლინკზე შეძლებთ.