in

სტიმერი – ორთქლით დასუფთავების სამსახური

სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გამკაცრებამ საწარმოებისა და საკვები ობიექტების მიმართ, დასუფთავების ხარისხიანი მომსახურების აუცილებლობა განაპირობა. ხარისხის მიმართ მომხმარებელიც უფრო ყურადღებიანი გახდა.  სტიმერი დასუფთავების სამსახურია, რომელიც ორთქლით წმენდის გარდა, გენერალურ დასუფთავებასაც ახორციელებს. კომპანიის დაფუძნების იდეა მოთხოვნაზე მკვეთრი ზრდიდან გამომდინარე წარმოიშვა. სტიმერსა და მის მომსახურებაზე უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი ჭიჭიკო გოლეთიანი გვესაუბრა.

BOG
BOG

M: რას საქმიანობს კომპანია?

კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ორთქლით საწარმოო ხაზების, სარესტორნო დანადგარების,  რბილი იატაკის, მყარი იატაკის, რბილი ავეჯის და ხალიჩების, ფარდების მშრალი ორთქლით წმენდასთან. ასევე შენობა–ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების, ოფისების, სათავსოების გენერალურ დასუფთავებასთან და სარემონტო–სამშენებლო სამუშაოების შემდეგ დასუფთავებასთან.

M: როგორ გაჩნდა სახელი და ამ ბიზნესის შექმნის იდეა?

ბიზნესის იდეა უკვე არსებულმა ორგანიზაციებმა განაპირობა: ჩვენი ჯგუფი სარესტონო და კვების საწარმოებისთვის საჭირო დანადგარების და აქსესუარების იმპორტითაა დაკავებული, ასევე – სარესტორნო ბიზნესით. ამ იდეის არსებობა ასევე სახელმწიფოს მხრიდან საწარმოებისა და რესტორნების სამზარეულოების მიმართ გამკაცრებულმა კონტროლის მექანიზმებმაც განაპირობა; თანაც იმ ფონზე, რომ მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და ადამიანისთვის უვნებელ პროდუქტზე საგრძნობლად გაიზარდა.

რაც შეეხება სახელწოდებას, მისი იდეა დანადგარებიდან გამომდინარე გაჩნდა: იტალიური წარმოების დანადგარებს ვიყენებთ, რომლებიც 185 გრადუსზე მშრალ ორთქლს გამოიმუშავებს;  შესაბამისად, steam-ი ინგლისურ ენაზე ნიშნავს ორთქლს და steamer-ი კი – ორგანიზაციას, რომელიც ორთქლით მუშაობს.

M: რა ტექნოლოგიას იყენებთ?

ჩვენი ორგანიზაცია  იტალიური წაროების, მაღალი ხარისხის ორთქლის გენერატორებს იყენებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სახის ზედაპირების დამუშავება განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა ქიმიკატების გამოყენების გარეშე მოხდეს. ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის გამოყენებას, გარემოს დაბინძურებას და უვნებელია ადამიანის ჯამრთელობისთვის.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/steamergeorgia/videos/1851879325058056/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

M: ვისთვისაა განკუთვნილი ეს სერვისები?

ჩვენი კომპანიის სერვისების მომხმარებლები არიან: კვების მრეწველობა (დანადგარების გაცხიმიანებული ნაწილების და მაცივრის საყინულე კამერის გალღობა დასუფთავება), კვების ობიექტები (სამუშაო ზედაპირის მაგიდის, ღუმელის, დახლის, იატაკის სანიტარული დასუფთავება), სასმელის წარმოება და ჩამოსხმა (ჩამოსხმის ხაზის სანიტარული დასუფთავება და წმენდა, ობის და ბაქტერიების განადგურება), მეღვინეობა (ღვინის კასრებში ნადების ხარისხიანი მოცილება და ფოლადის რეზერვუარების სანიტარული დასუფთავება), ჯანდაცვა (პოლიკლინიკების დეზინფექცია, საოპერაციოების სანიტარული დამუშავება), სასტუმროს ბიზნესი (სააბაზანოების სანიტარულ–ჰიგიენური დამუშავება; პარკეტის, ფანჯრების, შუშების, სარკეების, სავინტილაციო ბადეების, ლიფტების დალაგება–დასუფთავება), სილამაზე და სპორტი ( ვირუსების, ბაქტერიების და სოკოს განადგურება, საკონტაქტო ზედაპირების დეზინფექცია), განათლება და საზოგადოება (სასწავლო დაწესებულებების აუდიტორიების, სასადილოების, დერეფნების, ტუალეტების დასუფთავება), მრეწველობა (მექანიკური ნაწილების, ფილტრების, ცხაურების გაუცხიმოვნება და ბრწყინვალების აღდგენა), ტრანსპორტი (უსიამოვნო სუნის მოშორება ავტომობილების, ავტობუსების, მატარებლების, გემებისა და თვითმფრინავების სალონების ნაჭრის ზედაპირიდან)  

M: რა უპირატესობები გააჩნია სხვა ალტერნატივებთან? მაგალითად, ავტომობილის ქიმწმენდასთან?

დადგენილია, რომ საკვები პროდუქტების ბაქტერიებითა და მიკრობებით დაბინძურების 90% მომზადებისა და შეფუთვის პროცესში ხდება. კვების მრეწველობაში სანიტარული ნორმების დაცვა და დეზინფექცია მკაცრად,  ზუსტად გაწერილი სტანდატრების შესაბამისად  რეგულირდება. ტრადიციული დასუფთავება მოიცავს ოთხ ეტაპს: წყლით რეცხვას, საწმენდი საშუალებებით რეცხვას, ქიმიკატებით დეზინფექციას, წმენდას და გაშრობას.

მშრალი ორთქლის გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს დასუფთავების პროცესის დროს და ხარჯებს, დამუშავების შედეგად კი აბსოლუტურად მშრალ, მიკრობებისგან გაწმენდილ ზედაპირს ვიღებთ, რაც დასუფთავების სხვა მეთოდების გამოყენებით მიუღწეველია.

კვების თანამედროვე ობიექტმა კლიენტს უსაფრთხო პროდუქცია უნდა შესთავაზოს, რომელიც უზადოდ სუფთა შენობაშია დამზადებული. ამისათვის იდეალურად უნდა იყოს დაცული სანიტარული ნორმები, პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ კი ინოვაციური მეთოდები დაინერგოს – ამ მხრივ, ორთქლი ხარისხიანი დეზინფექციის შეუცვლელი დამხმარე  ძალაა.

#წინაპრებისკვალდაკვალ – რას ამბობდნენ ევროპაზე ქართველი საზოგადო მოღვაწეები?

იდეების კონკურსი 2017 დაიწყო!