7
ივნ
2018

გამოიცანი ანგარიში! – Coca-Cola-ს სპეციალური შეფუთვა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 

7 ივნ 2018

Coca-Cola-მ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო. აქტივობა, რომელსაც ბრენდი სააგენტო Mercado McCann-თან თანამშრომლობით ახორციელებს, 200-მდე ქვეყანას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში, Coca-Cola-მ უკვე ორი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოუშვა. მთავარი ნაწილი კი გამაგრილებელი სასმლის სპეციალური შეფუთვაა, Coca-Cola-ს პროდუქციაზე მთელი ჩემპიონატის განმავლობაში 0-დან 9-ის ჩათვლით ციფრები იქნება დატანილი, ეს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მატჩების მიმდინარეობისას ანგარიშთან დაკავშირებით თავიანთი ვერსიები დააფიქსირონ.

 

განხილვა