in

Stockton Invites 2026: მუსიკა, ბუნება და Cannes Lions

5-6 სექტემბერს სათიბე ისევ დაუვიწყარი ემოციების, მუსიკისა და შთაგონების ეპიცენტრად იქცევა. Stockton Invites, რომელმაც 2025 წელს პირველივე ცდაზე შეძლო საფესტივალო სტანდარტების ამაღლება, წელს ორდღიანი, უფრო მასშტაბური ფორმატით ბრუნდება და ყოველდღიურად 2500-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

ფესტივალის პირველივე დღეს, მუსიკალური მარათონის დაწყებამდე, ორგანიზატორებმა სტუმრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი მოამზადეს. 5 სექტემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ფესტივალის სივრცე მსოფლიო კრეატივის მთავარ ეკრანად გადაიქცევა – გაიმართება Cannes Lions-ის გამარჯვებული ქეისების ექსკლუზიური ჩვენება.

ეს არის შანსი, ბუნებაში, არაფორმალურ გარემოში იხილოთ სარეკლამო ინდუსტრიის შედევრები. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება „კანის ლომების“ მფლობელი როგორც საუკეთესო საერთაშორისო, ისე ქართული ნამუშევრები. ასე რომ, სანამ სცენა აგუგუნდება, წინ 2-საათიანი ვიზუალური და იდეური შთაგონება გელოდებათ.

ვინ დაუკრავს მთავარ სცენაზე?

2019 წელს დაარსებული ლეიბლი Stockton უკვე წლებია, თანამედროვე ქართული მუსიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ფესტივალის წლევანდელი ლაინაფიც გამორჩეულია.

18:00 საათიდან (Cannes Lions-ის დასრულებისთანავე) ესტაფეტას მუსიკოსები გადაიბარებენ. ორ დღეზე გადანაწილებული პროგრამა აერთიანებს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო არტისტებს. სცენას დაიკავებენ: Bedford Falls, Skazz, Circus Mircus, Anushka Chkheidze, Vaqo, Kordz & Security + Ana-Bana Studio Choir, MokuMoku, Afternoon Version, Tape Visitors, The Cave, OCD! და განსაკუთრებული უცხოელი სტუმრები: Duo Ruut და Jazzbois .

მთლიანობაში, Stockton Invites-ის კონცეფცია სცდება ტიპურ საკონცერტო ჩარჩოებს. ეს არის ღია სივრცე, სადაც მუსიკა, ბუნება და ადამიანები ერთიანდება. 

Grand Theft Auto 6-ის გეიმფლეი: რა აჩვენა Rockstar-მა ახალ ვიდეოში

BTU-მ ქართული ენის AI-სახელმძღვანელო შექმნა