in

გაიგეთ, რა გელით 30 აგვისტოს, Stockton Invites-ის ფესტივალზე სათიბეში

Stockton, SOLO და Mastercard-თან ერთად, სიამაყით წარმოგიდგენთ Stockton Invites-ის ფესტივალს სათიბეში (ორბეთი, 40 წუთში თბილისიდან), 30 აგვისტოს.

ფესტივალზე დაუკრავენ Stockton Records-ის ლეიბლის არტისტები:

  • Kordz & Security – Special Guest Mechanical Rainbow
    • Bedford Falls
    • MokuMoku
    • Circus Mircus

ბილეთები: bilete.bi/stockton

თარიღი: 30.08.2025
კარები გაიღება: 14:00
ადგილი: Satibe

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

*18 წლამდე ასაკის სტუმრებს, აუცილებელია თან ახლდეთ სრულწლოვანი პირი.

ფესტივალის დღეს სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტობუსები იმოძრავებენ თბილისსა და სათიბეს შორის.

თბილისი → სათიბე

13:30-20:30 (ყოველ 30 წუთში)

უნივერსიტეტის ქ. 4, თსუ ბიბლიოთეკის (მაღლივის ბიბლიოთეკა) პარკინგი.

სათიბე → თბილისი

00:30 და 02:00 (4-4 ავტობუსი).

ღირებულება: 5 ლარი (ერთი გზა). გადახდა მხოლოდ ბარათით.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 20:30-დან 00:30-მდე მონაკვეთში ავტობუსები არ იმოძრავებს

ბილეთები:
I კალათა – 70 ლარი
II კალათა – 85 ლარი
III კალათა/კარი – 100 ლარი, გადახდა მხოლოდ ბარათით.

სათიბეში ასევე დაგხვდებათ Plantlovers – Plant Listening Station – ლევან შანშიაშვილის აუდიო ინსტალაცია, სადაც შეგიძლიათ მცენარეების იმპულსებისგან შექმნილი მუსიკა მოისმინოთ.


ფესტივალის ტერიტორიაზე ისარგებლებთ ფუდკორტებით, ბარებით და მოსასვენებელი სივრცეებით. სათიბეში მზის ჩასვლის ულამაზესი ხედია, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საღამოს სასიამოვნო სიგრილეა და მოსაცმელის წამოღება არ დაგავიწყდეთ.

ფესტივალზე შესვლისას გაივლით სპეციალურ შემოწმებას, ტერიტორიაზე აკრძალული ნივთებით შესვლას ვერ შეძლებთ.

SOLO Mastercard World Elite ბარათებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

წარმდგენი: SOLO, Mastercard.

მხარდამჭერი: Volvo Car Sakartvelo, Tegeta Motors, Monkey Shoulder, Jägermeister

Powered by Stockton

[პარტნიორის კონტენტი]

ახალი პროდუქტები, რომლებსაც Apple საზოგადოებას 8 სექტემბერს წარუდგენს

სითითონი: Rethink Urban Space წარმატებით დასრულდა