in ,

სტომატოლოგიური ცენტრის უცნაური რეკლამა სტუდია “Home #12” – ისგან !

ლაშა შანიძე : “თავიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებით დავიწყეთ… პარალელურად, ვიღებდით სხვადასხვა სახის შეკვეთებს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესებისა და მიმართულების მქონე  დამკვეთებთან ვითანამშრომლეთ. სარეკლამო პროდუქცია შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სტომატოლოგიური ცენტრისთვის, თეატრისთვის…

წელს კი მოგვინდა ამ პროცესისთვის უფრო მკაფიო სახე მიგვეცა – დავაარსეთ სტუდია “Home #12” და თუკი აქამდე დამკვეთები თავად გვპოულობდნენ ჩვენ, გადავწყვიტეთ ახლა ჩვენ ვიპოვოთ ისინი.

ეს რეკლამა სტომატოლოგიურმა ცენტრამა “Albius” დაგვიკვეთა. მათი სპეციფიური პროფესიული მიმართულების გამო, თავიდან ოდნავ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები, მაგრამ პირველივე სამუშაო შეხვედრაზე მივხვდით, რომ საქმე არ გქვონდა ტიპიურ, შაბლონებით ნაკვებ დამკვეთთან – მოიწონეს ჩვენი სინოფსისი და ერთად დავიწყეთ მუშაობა რეკლამაზე, სადაც არავინ საუბრობს ქათქათა კბილებზე და არავინ გვპირდება ლამაზ ღიმილს, აქ არავინაა გახვეული თეთრ ხალათში… ერთხმად გამოვრიცხეთ ვიდეორგოლში “სტანდარტული სილამაზის” მქონე პრომო გოგონას მონაწილეობა და უარი ვთქვით შტატივზე.

ჩვენი თანამშრომლობის შედეგად სულ დამზადდა 11 ვიდეო, რომელიც მოიცავს სარეკლამო რგოლს, ექიმების ვიდეო პორთფოლიოსა და პაციენტების, მაყურებლების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე გაცემულ ვიდეო-პასუხებს.

“Albius”-ის კორპორატიული ფერი მსახიობის კოლგოტზე დავიტანეთ და საღებავით სავსე “ვედრში” ჩავასხით, შემოდგომის უკანასკნელ ფოთლებს მივუსწარით და კლინიკის ულამაზესი, აგურებიანი შენობის ეზოში დავგეგმეთ გადაღება… “

ლაშა შანიძე, “Home #12 Studio”-ს დამფუძნებელი, პროდიუსერი

გურამ მაცხონაშვილი,  “Home #12 Studio”-ს დამფუძნებელი, რეჟისორი

“მოგვიყევით თქვენ შესახებ” ანუ როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის მედეა ტაბატაძე

“იყავი შერლოკი” – საინტერესო კამპანია თბილისში !