in

ახალი კვლევის მიხედვით, “სტოუნჰენჯი” თითქმის ურღვევი მასალისგანაა აგებული!

სტოუნჰენჯი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეისტორიული ძეგლია მსოფლიოში

ახალი კვლევა ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ გადარჩა სტოუნჰენჯის ძეგლი დაახლოებით 5000 წლის წინ. ბრაიტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, გეოლოგიური და ქიმიური სტრუქტურის გამოსავლენად, პირველი ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატარეს.

M2
M2

1950-იან წლებში სტოუნჰენჯში რესტავრაციის პროგრამის დროს ქვისმჭრელმა რობერტ ფილიპსმა ერთ-ერთი ქვიდან დაახლოებით 3 ფუტის სიგრძის ცილინდრული ბირთვის ნიმუშის ამოღება შეძლო. ფილიპსმა ნიმუში აშშ-ში სამახსოვროდ მოიტანა და მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფლობდა, ვიდრე 2018 წელს კვლევას წარუდგენდა.

“ძალიან იშვიათია, როგორც მეცნიერმა, ამ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ნიმუშებთან შეძლოს მუშაობა. სტოუნჰენჯი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია და უმკაცრეს სამართლებრივ დაცვას ექვემდებარება. ამიტომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ტიპის მასალაზე წვდომას დღეისაც შევძლებთ. შესაბამისად, ამ ბირთვზე წვდომა საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონეა” – ამბობს კვლევის თანაავტორი პროფესორი დევიდ ნეში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენის სხივები, მიკროსკოპული ანალიზი და სხვა მეთოდები გამოიყენეს – შედეგად დაადგინეს, რომ მასიური ლოდები, რომლებიც ძეგლს ქმნიან, ერთმანეთთან მჭიდროს დაკავშირებული ქვიშის ზომის კვარცის მარცვლებისგან შედგება. მკვლევრების თქმით, სწორედ ასეთი სტრუქტურის გამო ვერ ანადგურებს არქიტექტურულ ძეგლს ვერც ეროზია და ვერც რაიმე სხვა საფრთხე.

“ალბათ, ეს პატარა ნიმუში ყველაზე მეტად გასაანალიზებელი ნაწილია” – აღნიშნა ნეშმა.

შეგახსენებთ, რომ სტოუნჰენჯი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეისტორიული ძეგლია მსოფლიოში, რომელიც ათასი წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპადაა აშენებული.

რჩევები სტარტაპერებს “Silicon Valley“-ს ინვესტორებისგან

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მონაწილეთათვის საზაფხულო ბანაკი გაიმართა