in

შეწყვიტეთ ორიგინალურობის დევნა — კრეატიულობა ძველი იდეების შერწყმით ყალიბდება

ყველა კომპანიაში დგება მომენტი, როცა გუნდს რაღაც ახალი იდეა სჭირდება, რომელიც აქამდე არავის განუხორციელებია. ანუ, ყველასაგან გამორჩეული და კრეატიული იდეა, რათა კონტენტი ვირუსულად გავრცელდეს საზოგადოებაში. თუმცა ახლა, ტექნოლოგიებისა და კაცობრიობის უზარმაზარი წინსვლის შემდეგ, დარჩა რამე ისეთი, რაც ჯერ არ გაკეთებულა?

იდეები, რომლებიც ჩვენთან ბრეინშტორმინგის დროს იბადება, იმ გამოცდილებიდან მოდის, რაც წარსულში გვქონდა და ისინი, ჩვეულებრივ, კონკრეტულ დავალებას ერგება. ხშირად რამდენიმე დეტალს სხვადასხვა პროდუქტისგან ვიღებთ, რაღაც ახლის ჩამოსაყალიბებლად — ფერთა სქემა ერთისგან, ხმის ტემბრი მეორისგან, ზოგადი ვიზუალი და შეგრძნება მესამისგან და ა. შ. ამ ყველაფერში კი ორიგინალური იდეა ქრება.

არაფერი ახალი, მაგრამ გაუთავებელი კომბინაციები

ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ამოვწურეთ. ყოველთვის მოიძებნება ახალი გზები ძველი იდეების გადასახედად — მათ შორის, ახალი კომბინაციები, ახალი ვიზუალიზაცია და შემოქმედებითი სტრუქტურების განსხვავებული გამოვლინებები. უბრალოდ, ყველა ახალი იდეა და კონცეფცია წარსულ იდეებსა თუ გამოცდილებას ეფუძნება.

ზოგადად, ყველას გვახასიათებს პროტაგონისტის სინდრომი — ვფიქრობთ, რომ ყველასაგან გამორჩეული გამოცდილება ან აზრები გვაქვს. რეალურად კი ჩვენ ყველანი გარკვეული იდეების ირგვლივ ვჯგუფდებით. ამის გასააზრებლად, საკმარისია, უბრალოდ TikTok „დასქროლოთ“ და სხვადასხვა ადამიანის საუბარს მოუსმინოთ. ისინი იმდენად ზუსტად გაიმეორებენ თქვენს ფიქრებს, რომ აღმოაჩენთ, ყველასაგან განსხვავებული ორიგინალური იდეა არც არასდროს გქონიათ.

თუმცა ამ ზოგად გამოცდილებაში გარკვეული ვარიაციები არსებობს. ამას ისეთი ნიუანსები განაპირობებს, როგორიცაა განსხვავებული საცხოვრებელი ადგილი, მუსიკალური გემოვნება, სატელევიზიო შოუები და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბრენდი. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის მიდგომა იდეებისადმი ოდნავ განსხვავებული უნდა იყოს. უფრო კონკრეტულად, საერთო გამოცდილების ამ ტომებში ჩვენ ყველანი ერთმანეთის პარალელურად მივდივართ, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ ბილიკებზე.

წარსული გამოცდილების ანალიზის მნიშვნელობა

როდესაც იდეებს ვაჯამებთ და წარსულ გამოცდილებას განვიხილავთ, ნათლად ვხედავთ, რა მუშაობს და რა არა. ნებისმიერი იდეის თუ სტრატეგიის ფორმირებისას, აუცილებლად უნდა გაიაროთ მოსაზრებების თუ სტრატეგიების ანალიზის ეტაპი — როდესაც რაღაცას დაუფიქრებლად იწყებთ, ბევრი დაბრკოლება იჩენს ხოლმე თავს, რაც წინასწარ არ გქონიათ განსაზღვრული. ხოლო შესაბამისი მოკვლევების ჩატარება, ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების მეთოდების განხილვა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სრულყოფილი გადაწყვეტების მიღებაში. შედეგად, შემოქმედებით კონცეფციამდე მივდივართ: თავსატეხი, რომლის თითოეული ნაწილი ცალკე გამოსახულებაა, ერთად ქმნის ამოცანის მოთხოვნებთან ადაპტირებულ ნაწილს.

გასაღები იმაში დასარწმუნებლად, რომ კონცეფციების გამეორებასა და შთაგონებას შორის წვრილ ხაზზე ფრთხილად გადიხართ, წარსულის სწავლაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამ განაპირობა წარმატების მიღწევა? რისი გაკეთება შეიძლება უკეთესად? რა და როგორ იმუშავებს უკეთ? 

წარსული იდეების გამოყენებას ორიგინალური ინტერპრეტაციების შესაქმნელად, თავისი სარგებელი აქვს. ნაცნობობა შობს ერთგულებას. ანარეკლი აჩენს კავშირს. წარმომადგენლობა კი აყალიბებს ავტორიტეტს.

„ნამაი ვაკე“ — გამორჩეული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში

დიდებული ლიდერები პატარა ქმედებებით ხდებიან