in

USB, რომელიც საჯარო სივრცეებში მოწყობილობის დამუხტვისას დაგიცავთ

veon
veon

თუ ხშირად იყენებთ საჯარო სივრცეებში განთავსებულ დამუხტვის სადგურებს, ანუ ტენით თქვენს მობილურსა თუ ლეპტოპს აეროპორტებში, სასტუმროებსა თუ კაფეებში სპეციალურად განთავსებულ სივრცეებში, შესაძლოა, გჭირდებათ მოწყობილობა, რომელიც უსაფრთხოების გარანტი იქნება. PortaPow-ს USB მონაცემთა მიმოცვლის დაბლოკვისთვისაა შექმნილი და იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენს მონაცემებს საერთოდაც არ ემუქრება საფრთხე, თავს დაცულად გაგრძნობინებთ.

USB ბლოკერს USB კონდომსაც კი უწოდებენ და ის შექმნილია იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ საჯარო სივრცეებში მოწყობილობის დატენვისას შესაძლო კიბერთაღლითობა. მეტიც, USB-ში ჩაშენებულია ჩიპი, რომელსაც შეუძლია იმის ამოცნობაც, თუ რა ტიპის მოწყობილობის გამოყენებით ცდილობენ თქვენი მონაცემების გადაწერას. PortaPow-ს ცნობით, მათ USB მოწყობილობებს, უსაფთხოების მიზნით, იყენებენ აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და ახალი ზელანდიის მთავრობები.

ამ სტატიაში არავინ კვდება, ანუ ამბავი ბექა ადამაშვილზე

როგორ გვეხმარება საზღვარგარეთ ცხოვრება საკუთარი თავის შეცნობაში