უკრაინაში ფეხბურთის გულშემატკივრობა ნაციონალური ტრადიციის დონეზეა აყვანილი: თუ ფეხბურთის ფანი არ ხარ, ქვეყნის მოღალატედ შეიძლება ჩაგთვალონ… და აი, გამოჩნდა კომპანია Nemiroff, რომელმაც გაბედა და წამოიწყო კამპანია #StopPlayingBalls, რომელიც ბურთის დევნის ან თამაშების ყურების ნაცვლად, ლაშქრობას გვირჩევს და მოგვიწოდებს: დადგა დრო, რეალურად იცხოვროთ. უკრაინის სხვადასხვა სფეროს ვარკვლავებმაც გამოაქვეყნეს თავიანთი ვიდეოები და ფოტოები ამ აქციის მხარდასაჭერად. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, დატკბით ბუნებით, მოგზაურობით, მუსიკითა და ურთიერთობებით.
საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა, ფეხბურთის ყურების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას: 98 ათასი მოწონება Facebook-ზე, ნახევარ მილიონზე მეტი წვდომა საიტზე და ამდენივე გამოხმაურება სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო რეკლამაზე Nemiroff–ს თანხები საერთოდ არ ჰქონდა გამოყოფილი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Golden Drum–ზე BBDO Ukraine–ის შრომა სათანადოდ დაფასდა. Nemiroff–ისთვის ჩატარებულმა კამპანიამ, რომელიც სოციალურ ქსელში მიმდეინარეობდა, Silver Drum–ი დაიმსახურა.










