in

ქართული აპლიკაცია Store Cards – ვირტუალური საფულე დაგროვებითი ბარათებისთვის

ერთი კვირის წინ, App Store-ზე ქართული აპლიკაცია Store Cards გამოვიდა, რომელიც სხვადასხვა მაღაზიათა ქსელისა თუ აფთიაქის დაგროვებით ბარათებს ელექტრონულად აერთიანებს. შესაბამისად, თუ iOS სისტემის მომხმარაბელი ხართ, ამა თუ იმ შენაძენისას, ყოველდღიურად აქტუალურმა კითხვამ – „ჩვენი ბარათი გაქვთ?“ შესაძლოა, აღარ გაგაღიზიანოთ და საფულეში შესაბამისი მაღაზიის/აფთიაქის ბარათის ძებნა აღარ მოგიწიოთ. დაგროვებითი ბარათების ვირტუალური საფულე დეველოპერმა რეზო მესარკიშვილმა შექმნა, რომელსაც ეკუთნის, ასევე, SMS Spam Filter, სარეკლამო შინაარსის გზავნილების გასაფილტრი ფუნქციით. როგორია Store Cards-ით სარგებლობის პირობები და პროცესი – ამ საკითხებზე მარკეტერი რეზო მესარკიშვილს ესაუბრა:

bog
bog-mob

M: რა საჭიროება იყო ბაზარზე Store Cards-ის შესაქმნელად და როგორია მისით სარგებლობის პროცესი?
მრავალ მაღაზიათა ქსელს აქვს დაგროვების ან ბონუს ბარათები, ბევრჯერ მინახავს სალაროსთან, ვიღაც ამოიღებს საფულეს და ბარათებით სავსე სათავსოებში ეძებს ბარათს და ხან, ვერც პოულობს. მე მაგალითად, ბევრჯერ მომსვლია, რომ არ მქონდა თან საჭირო დროს. ეს არის ის, რაც ყველა დაგროვებით ბარათს, რომელიც კონკრეტულ ადამიანს აქვს, ერთ აპლიკაციაში აერთიანებს, ანუ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიყვანოს მობილურის ეკრანზე ბარათი, თავისი კოდით და ჩვეულებრივ გაატაროს. Store Cards-ით თვითონაც ბევრჯერ ვისარგებლე და ძალიან კომფორტულია.

M: როგორ უნდა შევიყვანოთ აპლიკაციაში სხვადასხვა დაგროვებითი ბარათის მონაცემი?
მომხმარებელმა, რა თქმა უნდა, იცის რომელი ქსელის ბარათი აქვს და თვითონ შეყავს მონაცემი. არის ორი ვარიანტი: შაბლონური – როცა შეუძლია ვიზუალი იპოვნოს და თავისი მონაცემები შეიყვანოს, ან თუ არ არსებობს შაბლონი, შეუძლია, ბარათს გადაუღოს ფოტო და ატვირთოს/ამოჭრას აპლიკაციაში. ორივე გზით, კონკრეტული მომხმარებლის ბარათის მონაცემი აისახება აპლიკაციაში.

M: როგორც ვიცით, აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ iOS სისტემებისთვის.. როგორია სხვა, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული დეტალები? 
აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, თუმცა, ბარათების რაოდენობა ლიმიტირებულია. სამი ბარათის შეყვანა უფასოა და შესაძლებელია დამატებით 3, 5 ან ულიმიტო რაოდენობის ბარათის ადგილის შეძენა, ფასს რაც შეეხება, 2-დან 6 დოლარამდეა. გარდა ამისა, აპლიკაციაში არის 15 წამიანი ვიდეოები, რომლის ყურების შემთხვევაში, მომხმარებელს ეძლევა დამატებითი ბარათის შეყვანის საშუალება.

M: ერთი კვირაა, რაც Store Cards გამოვიდა.. როგორია აპლიკაციით სარგებლობის მაჩვენებელი და რა ხერხების გამოყენებას გეგმავთ მისი ცნობადობის გასაზრდელად?
რადგან ქართული App Store არ არსებობს და ჩემი მონაცემებით, ქართველი მომხმარებელი, ძირითადად, ამერიკის App Store-ზეა რეგისტრირებული. ამ ქვეყნიდან კი უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელია და აპლიკაციას უკვე აქვს ხუთი 5 ვარსკვლავიანი შეფასება. გარდა ამისა, ვმუშაობ ლოკალიზაციაზე. აპლიკაცია, ამჟამად, ინგლისურენოვანია და იქნება ქართულენოვანიც, შემდეგ, შესაძლოა რუსულენოვანიც გავხადო, რადგან რუსეთში საკმაოდ დიდი ბაზარია, ამ მიმართულებით. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პოპულარული იქნება ეს პროდუქტი. ამ ეტაპზე, ვგეგმავ, Facebook გვერდის მეშვეობით გავავრცელო აპლიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

Coca-Cola-ს და ჯეისონ დერულოს ჰიმნი FIFA 2018-ისთვის!

Mazda კანადის ბაზარზე თავის 50 წლის იუბილეს პრინტ კამპანიით აღნიშნავს