in

რეკლამების დრო ჯერ არ წასულა – 2020 წლის მსოფლიო ტრენდი

Procter & Gamble-ის აღმასრულებელმა ბრენდ – მენეჯერმა მარკ პრიტჩარდმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ, მარკეტერებს ურჩია – „დაიწყეთ ისეთ სამყაროზე ფიქრი, სადაც რეკლამა აღარ იქნება“. თუმცა, დრო გავიდა და ამის გარდაუვალი  აუცილებლობა დღესაც არ არის. გაქრა კი არა, Facebook-ისა და Google-ის სარეკლამო შემოსავლები, პირიქით, გაიზარდა.

„რეკლამის დღეები, დათვლილია. რეკლამის გარეშე პლატფორმების განვითარება, იქნება ეს ძალიან პოპულარული სტრიმინგ სივრცეები თუ აუდიო პოდკასტები, რეკლამის დაბლოკვის ფუნქცია და მედიასაშუალებებში სარეკლამო შემოსავლის შემცირება, ზუსტად ამ ტენდენციაზე მიუთითებს.

შეიძლება, ამ განცხადებას ძალიან დიდი შეშფოთება არც მაშინ გამოუწვევია, მაგრამ დამაფიქრებელი ნამდვილად აღმოჩნდა. ისეთმა გიგანტებმა, როგორიც TV ინდუსტრიაში მოღვაწე HBO და ტექნოლოგიური კომპანია Apple არიან, სტრიმინგ ბაზარზე შესვლა გადაწყვიტეს. თუმცა, ამ მიმართულებით, ყველაზე გრანდიოზული პროექტი მაინც Disney+ აღმოჩნდა.

ამ ბაზარზე მოთამაშეთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უბრალოდ ყველას მობეზრდეს ამდენი „საბსქრიბშენი“, რაც ბიძგს მისცემს OTT (სტრიმინგ მედია სერვისი, რომელიც სპეციალურად ინტერნეტ მომხმარებლებისთვისაა)-ზე რეკლამის შენარჩუნებას. OpenX-ისა და Harris Poll-ის კვლევებით აღმოჩნდა, რომ აშშ-ში, OTT-ის მომხმარებელთა 66%-მა ახალი პროდუქტისა ან კომპანიის შესახებ, პირველად, სწორედ OTT-ის რეკლამებიდან შეიტყო.

ამასობაში კი Google-ისა და Facebook-ის გავლენა ინტერნეტ – რეკლამაზე არ მცირდება. WARC’s Global Advertising Trendsის მიხედვით, ონლაინ – რეკლამის მსოფლიო ბაზარზე, დუოპოლიის (ორი კომპანიის მონოპოლია) წილი, 2019 წელს 61.4% , 2018 წელს კი 56.4% -ს აღწევს. პროგნოზის მიხედვით, მათი გაერთიანებული სარეკლამო შემოსავალი, დაახლოებით, $176.4 მილიარდი გახდება, რაც 22% -იანი ზრდაა.

watergunz-ის 2019 წელი – ელენე გუგუშვილის #აზრები

რით დაგვამახსოვრა მარკეტინგმა თავი 2019 წელს?