Volkswagen-მა თავისი ახალი Tiguan Allspace-ის გამოშვება სააგენტო BBDO-სთან თანამშრომლობით მომზადებული სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლით აღნიშნა. ავტომობილი ლამაზი დიზაინით, გაუმჯობესებული ფუნქციებითა და საიმედო უსაფრთხოების სისტემით საოჯახო მოგზაურობებისთვის კარგი ვარიანტია, თანაც მის ტევადობას თუ გავითვალისწინებთ, ოჯახის წევრების რაოდენობის მატებასაც თავისუფლად იტანს.