in

Reebok-ის ახალი კამპანია

სპორტული ფეხსაცმლის ბრენდმა Reebok ახალი კამპანია დაიწყო. როგორც გამოცემა AdAge წერს, ასეთი მასშტაბის აქტივობა, მას, ბოლო 5 წელია, არ ჰქონია.

 

“Storm The Court” კამპანიის პირველი ვიდეორგოლია. იდეა სააგენტო Venables Bell & Partners-ს ეკუთნის. როგორც Reebok-ის წარმომადგენლები ამბობენ, ამით სურთ, ახალი სეგმენტის (20-დან 30 წლამდე) ყურადღება მიიპყრონ.

კამპანია სლოგანით “Sport The Unexpected“ [„მოულოდნელი სპორტი“] სულ სამ ვიდეორგოლს გააერთიანებს. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, მომხმარებლებს დაანახონ, რომ შეუძლიათ, სპორტული ფეხსაცმელი მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში კი არა, ნებისმეირ ადგილსა და სიტუაციაში ჩაიცვან.

„ალადინის“ ახალი ტრეილერი

რატომ უნდა იყოს სამსახური გუნდის წევრებისთვის კომფორტის ზონა?