სულ ცოტა ხნის წინ, სატელეფონო ბრენდმა Globe Telecom წამოიწყო კამპანია #CreateCourage, მისთვის შექმნილი პირველი ემოციური ვიდეორგოლიც უკვე ვიხილეთ. თუმცა, კამპანია მხოლოდ ამით არ დასრულებულა და კვლავ აქტიურად გრძელდება, Stormtrooper–ები ამჯერადაც აქტუალური პერსონაჟები არიან. მეომრები იმ განსაკუთრებულ ადგილს ესტუმრენ, სადაც ყველაზე ძლიერი, შეუპოვარი და მებრძოლი, სიმსივნით დაავადებული ბავშვები ყოველი ახალი დღისთვის დაუღალავად იბრძვიან. PGH Pediatric Cancer Clinic ნამდვილი ბრძოლის ველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ ბავშვური სილაღე მაინც იგრძნობა და იმედი ბოლომდე არასდროს ქრება. Stormtrooper–ების მოულოდნელმა გამოჩენამ კი ამ იმედს უფრო მეტი ბრძოლიუნარიანობა შესძინა.