@CallOfDuty Twitter – ის 3 მილიონმა გამომწერმა შეიტყო, რომ სინგაპურში საშინელი ამბავი დატრიალდა, “Coalescence Corporation”-ი შეტაკებების და აფეთქებების ეპიცენტრში მოჰყვა. სინგაპური ერთ დიდ კარანტინის ზონად გამოცხადდა და ქალაქი კვამლმა დაფარა.
“CallOfDuty”-ის PR ჯგუფს მომხმარებლის დაწყნარება უწევდა და იმის ახსნა, რომ ეს ყველაფერი უბრალო სარეკლამო კამპანიაა, რომელიც სინგაპურის გამოგონილ მომავალს ეხება.
აუდიტორიის აზრი ორად გაიყო, ნაწილმა განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაციის განთავსება და შემდეგ იმის გარკვევა, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო დაუშვებელია და თამაშს არ იყიდიან, მეორე ნაწილი თვლის, რომ “CallOfDuty”-მ შესანიშნავი კამპანია განახორციელა.