ინტერვიუ მარიან სალცმანთან, გლობალური კომუნიკაციების ხელმძღვანელთან Philip Morris International (PMI)-ში, რომელიც მოწევისგან თავისუფალი მომავლის ტრანსფორმაციისთვის ემზადება.
უცნაური დროა მთელი მსოფლიოსთვის, კომუნიკაციის თვალსაზრისითაც და არამხოლოდ. ცვლილება შეეხო თითქმის ყველას და ყველაფერს. ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორი იქნება ცხოვრების “ახალი ნორმა”, როგორები ვიქნებით ან უნდა ვიყოთ პანდემიის დასრულების შემდეგ. გამოწვევა ეხება ცალკეულ ადამიანებსაც და ბრენდებსაც, რომლებიც სრულიად ახალ რეალობას უნდა მოერგონ. “უცნაური დღეებია კომუნიკატორებისა და მთელი მსოფლიოსთვის” – ამ თემაზე მარინ სალცმანმა, Philip Morris-ის გლობალური კომუნიკაციების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.
პანდემიამ გვასწავლა, ველოდოთ მოულოდნელს, თუმცა, მარიან სალცმანის თქმით, სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს სიახლე ცუდი იყოს.
სიტყვებზე მნიშვნელოვანი მოქმედებებია: უმეტესობა ჩვენგანამდე აღწევს ბრენდების დამამშვიდებელი და დამაიმედებელი კომუნიკაცია, თუმცა, ამაზე მეტად, ყურადღებას მათ ქმედებებს ვაქცევთ, როგორ გვეხმარებიან ამ რთულ პერიოდში, როგორ უდგანან მხარში თავიანთ თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ამ კრიზისის პერიოდში, რა წვლილი შეაქვთ ჯანდაცვის მიმართულებით, თუ იღებენ მონაწილეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინვენტარის წარმოებაში… მომხმარებლები სწორედ იმ ბრენდებს დააფასებენ, რომლებიც დღეს დგამენ ღირებულ ნაბიჯებს.
მაინც, რა კარგი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
მაგალითად, P2P ეკონომიკის ზრდა, მეტი დაფასება იმ დაბალანაზღაურებადი ადამიანების, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მოთხოვნა ისეთ ბრენდებზე, რომლებიც ღირებულებას ქმნიან, დავუმეგობრდებით თანაგრძნობას, ურთიერთობებს, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას…
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ვირტუალური სამყარო. არავინ მოელოდა, რომ სოციალური დისტანცირება ასე სოციალურად იმოქმედებდა. ახლა, ინტერნეტია ჩვენი სამუშაო სივრცეც, საკლასო ოთახიც, თერაპევტისა და ექიმის კაბინეტიც, გასართობი და საურთიერთო სივრცეც. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა სპეციფიკური ტიპის აპლიკაციებზე. ადამიანებმა ოჯახური და მეგობრული შეკრებები, გასართობი ღონისძიებები, კულინარიული ექსპერიმენტები და ღვინის დეგუსტაციაც კი, ონლაინ რეჟიმში დაიწყეს.
მნიშვნელოვნად იმატა მედია პლატფორმებით სარგებლობამ, YouTube შოუები ასეთი პოპულარული არასოდეს ყოფილა. 15 მილიონით გაიზარდა Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობა.
სიკეთის გამოვლინება ნორმად იქცა. მეზობლებმა ერთმანეთზე ზრუნვა დაიწყეს, მომხმარებლებმა – მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, კომპანიები თანამშრომლებს იზოლაციის სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარებიან.
ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ინოვაციური გზების მოძიება შეძლეს – შეიქმნა ონლაინ აკადემიები, ცნობილმა ადამიანებმა ფანებისთვის იუმორისტული, სამოტივაციო თუ საგანმანათლებლო გაზიარება საკუთარი სახლებიდან დაიწყეს.
გაჩნდა უფრო მკაფიო გზავნილი კომპანიების მიმართ. მომხმარებლები მოელიან უფრო მეტ მოქმედებას, საუბრის ნაცვლად. მათ სურთ ნახონ, როგორ უფრთხილდებიან კომპანიები თავიანთი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
მარკეტერებისგან ადამიანები მოელიან გზავნილს, ერთგვარ პირად კონტრიბუციას, რაც საზოგადოებას გაამხნევებს და იმედს ჩაუნერგავს.
საზოგადოებას სურს დაინახოს, რომ ბრენდი ადამიანებს აყენებს პირველ ადგილას. შესაძლოა, სწორედ ამ დროს გადადგმულმა ნაბიჯმა გაზარდოს ბრენდისადმი ინტერესი სრულიად ახალი სეგმენტის მხრიდან. მაგალითად, ადამიანებმ დააფასეს, რომ ზოგიერთმა პარფიუმერულმა ბრენდმა სადეზინფექციო საშუალების წარმოებაში ჩართვა გადაწყვიტა.
ყურადღების ქვეშ მოექცა ის, თუ როგორ მართავენ კომპანიები გუნდს, პანდემიის პერიოდში. მაგალითად, “ფილიპ მორისმა” შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლების სამუშაო უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე იზრუნებდა. აქტიურად ჩაერთო ქველმოქმედებასა და მოხალისეობრივ საქმეებში. საკუთარი ქარხნები დაუთმო პანდემიისგან თავდასაცავი საშუალებების წარმოებას. ჩაერთო სამედიცინო დაწესებულებების ვენტილატორებითა და დამცავი ნიღბებით მომარაგებაში.
მარიან სალცმანის თქმით: “განახლებაზე მეტად, ჩვენ გვაქვს გადაფასების შანსი, როდესაც სახლებიდან გამოსვლას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას შევძლებთ, როდესაც მეგობრების შეკრებები და მოგზაურობა განახლდება, როცა ცხოვრება “ნორმას” დაუბრუნდება. მაგრამ არის კი ეს, რაც გვსურს? რა გვასწავლა ამ კრიზისმა პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსზე? იმ პრიორიტეტებზე, რაც სამსახურებზეც უნდა აისახოს პანდემიის შემდეგ?”
რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს?
მარიან სალცმანის თქმით, ბრენდებს არასოდეს ჰქონიათ ამაზე უკეთესი მომენტი, ჩაერთონ სასარგებლო საქმეში და საზოგადოებას აჩვენონ თავიანთი კეთილი განზრახვა და ის, რომ საერთო საჭიროებებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებენ.
მარიან სალცმანი არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. 2017 წელს, ის PRWeek-მა მას მიანიჭა სტატუსი PR News Top Woman. PMI-ში გადასვლამდე, მარიანი Havas-ის ჩრდილო ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი, Porter Novelli-ის PR და JWT Worldwide-ის მარკეტინგის დირექტორი იყო. ის 16 წიგნის ავტორია და არაერთი წარმატებული პროგრამის ავტორი.










