12
Jul
2019

“უცნაური ამბების” მესამე სეზონში ფარული რეკლამა $15 მილიონად შეფასდა

12 Jul 2019

Netflix-ზე “უცნაური ამბების” მესამე სეზონი დაიწყო, სადაც 100-ზე მეტი სცენაა ფროდაქთ ფლეისმენთით. კვლევითმა კომპანიამ Concave Brand Tracking ფლეისმენთის საერთო ღირებულება $15 მილიონად შეაფასა, პრემიერიდან პირველ სამ დღეში. სერიალის ყველაზე პოპულარული ბრენდი Coca-Cola აღმოჩნდა. საერთო ჯამში, ბრენდის ლოგო ან პროდუქცია სერიაში 5.5 წუთის განმავლობაში ჩანდა. კვლევების მიხედვით, სავარაუდოდ, “კოკა-კოლას” ამ რეკლამას Netflix-ისთვის $1.5 მლნ უნდა მოეტანა. მეორე და მესამე ადგილს Cadillac და Chevrolet იკავებს. მათი რეკლამის ღირებულება $954.000 და $1.1 მლნ დოლარად შეფასდა.

როგორც ამბობენ, სერიალის მესამე სეზონში ფლეისმენთი სამჯერ ნაკლებად გამოიყენებოდა, “ნეტფლიქსის” სხვა პროექტებთან შედარებით (House of Cards, Daredevil).

პროდუქტის ფლეისმენთმა Netflix-ს საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინა ფინანსური მდგომარეობა, იმ კომპანიებთან კონკურენციის ფონზე, რომლებიც მაუწყებლობის სერვისის დასანერგად ემზადებიან: Disney, Apple, NBCUniversal, WarnerMedia.

 

განხილვა