24
Oct
2019

სტრატეგიული მართვის 5 მარტივი წესი

24 Oct 2019

კითხვარები, კვლევები, საგანგებოდ მომზადებული სტრატეგია მართვისთვის პრობლემას ქმნის. ერთია, როდესაც ამზადებ და ქმნი სტრატეგიას და სულ სხვა გამოწვევაა მისი დანერგვა ორგანიზაციის ყველა დონეზე. რა შეიძლება დაგვეხმაროს სტრატეგიული მართვისას? მაგალითად განვიხილოთ ნავთობკომპანია Pacific. მათი განვითარების პრობლემა დღის წესრიგში მაშინ დადგა, როდესაც საბჭომ და აღმასრულებელმა გუნდმა სტრატეგიული უკანდახევა დაიწყეს. სამდღიანი კურსის განმავლობაში, საბჭოს ექვსკაციანი გუნდი და რვა დირექტორი ისმენდა პრეზენტაციებს სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ. ისინი არ იყენებდნენ თეორიულ ჩარჩოს ამ სტრატეგიის შესაქმნელად. დეტალები სრულად გუნდის მიერ იყო მოპოვებული და ნაფიქრი. 12 თვის შემდეგ, ცვლილება ძლივს შესამჩნევი იყო. როგორც ჩანს, ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერიც არ მომხდარა. ამიტომაც, დირექტორმა გადაწყვიტა, მოეპოვებინა გამოსავალი. ამ მიზნით, დაიქირავეს სტრატეგიული კონსულტანტი. კონსულტანტი, სტრატეგიის გაცნობის შემდეგ, მალევე მიხვდა, რომ სიტყვა “სტრატეგია” ზედმეტად ხშირად იყო ნახსენები და მოიცავდა ინფორმაციას მიღწეულ შედეგებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. ყოველივე ეს კი, საკმაოდ შაბლონური ფრაზებით იყო დაწერილი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამოცანა მდგომარეობდა შემდეგში: როგორ იფიქრა Pacific-მა, რომ ეს დოკუმენტი, შექმნის მიუხედავად, სერიოზულ გავლენას იქონიებდა ბიზნესის წარმადობაზე? აი, რამდენიმე პრინციპი, რაც ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას დაგვეხმარა.

შეავიწროვეთ ფოკუსი

კომპანიის ქეისზე მუშაობისას, კონსულტანტმა სტრატეგიულ განაცხადებზე სხვადასხვა დეპარტამენტების ჩანაწერებს გადახედა. პირველ ნაბიჯად კი, გადაწყვიტა მოცემული 26 განაცხადიდან 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ამოერჩია და პერფორმანსის გაუმჯობესებაზე მუშაობისას გამოეყენებინა. ახალ განაცხადს, ნელ-ნელა უნდა მოეტანა შედეგი და არა მომდევნო 12 თვის მანძილზე.

არ ეცადოთ, ზედმეტად ბევრი მიზნის მიღწევას და შეემზადეთ მარცხისთვის. რაც მეტად ცდილობთ უფრო მეტის მიღწევას, მით ნაკლებად მოსალოდნელია გამარჯვება.

გააკეთეთ იმპერატიული განაცხადი

ამ სამი რჩეული განაცხადიდან, საჭირო იყო სიტყვის საქმედ ქცევა. ამდენად, პირველი, რაც მოიმოქმედეს, იყო სამოქმედო გეგმის შემუშავება.

რა იგულისხმება ქმედებაში? შესაძლოა, პასუხი ცხადი გეჩვენებათ, მაგრამ არ გეთანხმებით. ქმედებას ხშირად ურევენ აქტივობებში.

მაგალითად, დაატრენინგეთ თანამშრომლები კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით. ეს ბევრად უფრო კონკრეტული ქმედებაა, ვიდრე უბრალო “თანამშრომლების სწავლება”.

ეს განაცხადები მიაწოდეთ ბიზნესის მფლობელებს

სტრატეგიის განაცხადი მისი შესრულების საპირწონედ მუშაობს. ის შემუშავებულია ორგანიზაციის გარკვეულ დონეზე, მაგრამ მათ ამოქმედებაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაციის ცალკეულ დეპარტამენტებს ეკისრებათ. და რაკი, ბიზნესის არცერთ ცალკეულ დეპარტამენტს არ ეხება სტრატეგიული პრობლემის გადაჭრა ისე, როგორც მის მფლობელებს, სწორედ მათ უნდა მიმართოთ – დამფუძნებლებს. ჩართეთ დამფუძნებლები ამ სამიდან რომელიმეს გადაჭრაში. ამ პროცესში ავტომატურად შემოვლენ ის დეპარტამენტები, რომლებსაც ეს პრობლემა ეხებათ.

გამიჯნეთ სტრატეგიული მიდგომის განხილვა თათბირებზე

სტრატეგიული და ოპერაციული საკითხები ერთმანეთთან ხშირად არიან კონკურენციაში, ტოპ მენეჯმენტის ყურადღების მიპყრობისას. თუკი ყოველდღიური (ოპერაციული) პრობლემები გრძელვადიან გეგმასთან არის გამიჯნული, ეცადეთ, მათი განხილვა ცალცალკე, სხვადასხვა შეხვედრებზე ჩანიშნოთ.

აწარმოეთ მონიტორინგი

არის ასეთი ფრაზა “მიზანი, რისი გაზომვაც შესაძლებელია, მიღწევადია”. რიცხვები, უდავოდ მნიშვნელოვანია. ის ყურადღების მიპყრობაში გვეხმარება და თანაც რიცხვების გამოყენება შეფასებისას ძალიან სასარგებლოა. მაგრამ ის, რაზეც ნამდვილად ვრეაგირებთ, სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი ბოსის აზრია. ეს ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურის ნაწილია. ეს ხშირად ხდება კომპანიებში. თუკი ხელმძღვანელი აღარ გეკითხებათ ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, ეს ადუნებს ყველას ყურადღებას. სწორედ ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ რეპორტინგსა და მონიტორინგს. დასვით კითხვები, გაზომეთ შედეგები და სტრატეგიის მართვა და დანერგვა ბევრად გაგიადვილდებათ.

 

წყარო: HBR



განხილვა