იმისათვის, რომ სტრატეგიული გეგმა სტრატეგიულ სავარჯიშოდ გადააქციოთ, მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ, რა არის და რა არა, სტრატეგიული. და, თუ გსურთ, ეს რჩევა უფრო მარტივად მიიღოთ, ჯერ სტრატეგიის მიზნებს უნდა დააკვირდეთ და ამასთან, დააწესოთ გარკვეული წესები ამ მიზნის გაცნობიერებისთვის.
რაში გვჭირდება სტრატეგიული დაგეგმვა?
სტრატეგია ორგანიზაციის პოზიციონირებას ეხება, იქნება ეს ბიზნესი, მთავრობა თუ არასამთავრობო ერთეული, მის კონკურენტებთან შედარებით და სანამ ამ უკანასკნელს გააპროტესტებთ, მოდით, ნათელი მოვფინოთ ერთ საკითხს: ყველა კომპანიას ჰყავს კონკურენტი, იქნება ეს მომხმარებლების, პერსონალის, ფონდებისა თუ რესურსების კუთხით.
ამის დანახვა Mercedes-Benz-ის პოზიციონირებაზე დაკვირვებით მარტივადაა შესაძლებელი, თუ როგორ გამოყოფს იგი თავს კონკურენტებისგან. ამას ისეთ სტრატეგიულ ფაქტორებზე დაყრდნობით აკეთებს, როგორებიცაა პროდუქტის არჩევანი, დიზაინი, ფასი, მომხმარებელთა მომსახურება, ბრენდი და ა. შ.
მაგრამ ორგანიზაციები საკუთარი თავის პოზიციონირებას ისეც ახდენენ, რომ სხვებიც დააინტერესონ, იქნება ეს დასაქმებულები თუ მომმარაგებლები. აქ კი უკვე Google-ის მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ, იგი პერსონალის შერჩევის პროცესით არის ცნობილი, ხოლო ის სტრატეგიული ფაქტორები, რომლითაც Google საუკეთესო თანამშრომლების მიზიდვას ახერხებს, ანაზღაურება, სამუშაო პირობები, ორგანიზაციული კულტურა და სხვა მსგავსი საკითხებია.
ალბათ, ახლა ფიქრობთ, რომ სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკურენტები არ ჰყავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის: სახელმწიფო დეპარტამენტები ერთმანეთს ფონდების მოძიებაში ეჯიბრება, არასამთავრობოები კი გრანტების. ამასთან, ისინი ერთმანეთს კონკურენციას მომმარაგებლებისა და სხვა რესურსების მოძიების დროსაც უწევენ…
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაინტერესებულ მხარეებთან არსებულ ურთიერთობებში ჩაღრმავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სტრატეგიული დაგეგმვის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც ასევე დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირების რუკის არსებობას ეხება. მაგალითად, თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა არა მხოლოდ ზრდის კონკურენტუნარიანობას საუკეთესო პერსონალის მოზიდვისას, არამედ ის ასევე იზიდავს მომხმარებლებს თანამშრომლების მუშაობის გაუმჯობესების გზით.
ამ ყველაფერს კი სტრატეგიული დაგეგმარების შემდეგ განმარტებამდე მივყავართ: სისტემის შექმნა, სადაც ორგანიზაციის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ურთიერთობენ, რათა აწარმოონ “მორალური წრე”, რომელიც სანაცვლოდ “მდგრადი კონკურენტული უპირატესობის წყაროა”. მიიღეთ ეს მართებულად და თქვენი კომპანიის წარმატებაზე თვალყურის სწრაფად დევნებაც მოგიწევთ.
დაგეგმეთ, რათა შექმნათ უპირატესობა
იმისათვის, რომ თქვენი შემდგომი სტრატეგიული დაგეგმარების სესია ნამდვილად სტრატეგიული იყოს, რამდენიმე მითითება უნდა გაითვალისწინოთ:
1. განასხვავეთ ოპერატიული და სტრატეგიული გეგმები
კრიტიკოსები სტრატეგიულ და ოპერაციულ გეგმებს აერთიანებენ და აჩვენებენ, რომ სტრატეგიული გეგმები არ არის რეალურად სტრატეგიული. მისი ძირითადი ფოკუსი კონკურენტუნარიანობაა. შექმნილია იმისათვის, რომ უპირატესობის საპოვნელად უპასუხოს ცვლილებასა და სამომავლო შესაძლებლობებს. ოპერაციული გეგმის ძირითადი ფოკუსი ეფექტურობაა, შექმნილია, რათა განახორციელოს სტრატეგია დეპარტამენტების შიდა პროგრამებით, რომელიც, მაგალითად, შემუშავებული შეიძლება იყოს HR-ის, IT-ის ან მარკეტინგის მიერ.
აქ Toyota-ს შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ. სტრატეგიული პოზიციონირება Toyota-ს მიერ კორპორატიულ დონეზეა გადაწყვეტილი, რომ თავის პროდუქტებს ელექტრო მანქანები დაამატოს. შემდეგ ეს წარმოების გეგმით არის განხორციელებული, რაც Toyota-ს ქარხნებში მოდის სისრულეში. დიახ, აქ პირველი გეგმა სტრატეგიულია, მეორე კი ოპერაციული.
2. არ გეგონოთ, რომ თქვენი სტრატეგიული გეგმა შეუცვლელია
ძალიან ცოტა გეგმა თუ სრულდება ზუსტად ისე, როგორც ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული. ეს ყველაზე აშკარა პანდემიის დროს გახდა, როცა ყველა ორგანიზაციას გადარჩენისთვის რაღაცების შეცვლა მოუწია. თუმცა სტრატეგიული დაგეგმარების კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ სამყარო მყარად დგას და სწრაფად ცვალებად გარემოში წარუმატებლობისთვისაა განწირული.
აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ “სტრატეგია” ბერძნული strategos-იდან მოდის, რაც ჯარის მეთაურს ნიშნავს. ისინი არ თვლიან, რომ მათი გეგმა მტერთან შეჯახების შემდეგ უცვლელი დარჩება და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.
3. მიიღეთ ინსაითები
თქვენმა ე. წ. ინსაითებმა, შესაძლოა, მრავალი ფორმა მიიღოს. შეიძლება საბოლოოდ შეაფასოთ, თუ რომელი ბაზრის სეგმენტი არის მომგებიანი ან გაიგოთ, რომელი ახალი პროდუქტი დააკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს საუკეთესოდ, რომელი აღმოჩნდება გამარჯვებული ან განსაზღვროთ, რა სჭირდება თანამშრომელთა ახალ თაობას თანამედროვე კორპორაციებისგან იმისათვის, რომ მეტად მოტივირებულები გახდნენ.
დიახ, ცდა არ უნდა შეწყვიტოთ მანამ, სანამ ამ ნაპერწკალს არ გააღვივებთ. ინსაითები ბრბოსგან გამოგარჩევთ და რეალური წარმატების გზასაც დაგანახებთ. მართალია, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ნამდვილად ღირს.
დაბოლოს, სტრატეგია მოიცავს გეგმას, დაწერილსა თუ დაუწერელს, რათა შექმნას უპირატესობა. ან სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის გეგმა, რომელიც ქმნის ღირებულებას მთავარი დაინტერესებული პირებისთვის და სანაცვლოდ, კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება დაწერილი იყოს ან უბრალოდ თქვენს თავში არსებობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მან არ ჩაახშოს თქვენი უნარი, შეიმუშაოს ეფექტური სტრატეგია.
წყარო: HBR