ალბათ, თავადაც გქონიათ რთული საუბრები, რომლებიც ხშირად შფოთვას უკავშირდება… თუნდაც ოჯახის წევრთან, როცა პოლიტიკურ საკითხებზე ვერ თანხმდებით, ხელმძღვანელთან, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი დაგაკისრათ ან თინეიჯერთან, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან… ამას ვერც თავს აარიდებთ, რადგან განსხვავებები, უთანხმოებები, იმედები და შიშები, რომლებიც მსგავს საუბრებს წარმოშობს, ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება.
არც არაფერი გაამარტივებს რთულ საუბრებს, მაგრამ არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ და შანსებსაც გაზრდის, რომ საუბრები მეტად პროდუქტიული გახდეს. ეს კი ქვემოთ მოცემული 2 სტრატეგიით შეგიძლიათ დაიწყოთ:
გაიგეთ მეორე მხარის შეხედულებები
იფიქრეთ რთულ საუბრებზე, რომლებიც თქვენი გასაკეთებელი საქმეების სიაში მოექცევა. პირველი, ვისზეც უნდა დაფიქრდეთ, ის ადამიანია, ვისთანაც პრობლემა ან რაიმე უთანხმოება გაქვთ, მასზე იმ კონტექსტში დაფიქრდით, რაც თქვენში შფოთვას იწვევს. როგორც კი დიალოგს წარმოიდგენთ, ფოკუსირდით იმაზე, რისი თქმაც სხვა ადამიანისთვის გჭირდებათ: „შენ გული მატკინე“ / „ეს უსამართლობა იყო“ / „არასწორი იყავი“.
მსგავსი აზრები ნორმალურია, მაგრამ პრობლემა მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა შეტყობინების მიწოდებაზე ვიწყებთ ფიქრს… მაგალითად, როცა ოჯახის წევრს პოლიტიკაზე ეკამათებით, შესაძლოა, ფაქტების გაზიარების საჭიროება დაინახოთ, რათა ისინი თავიანთ მცდარ ხედვაში დაარწმუნოთ. თუმცა ამ მიდგომას ნაკლი გააჩნია – ჩვენ პრობლემას ვაყალიბებთ და გამოსავალსაც ვთავაზობთ მანამ, სანამ სრულად გავიგებთ მეორე მხარის პერსპექტივას. ამგვარად, ორი მოსაუბრე გვყავს და არცერთი მსმენელი…
ამის სანაცვლოდ, ე. წ. ორმხრივი სასწავლო საუბრის ქონაზე უნდა იზრუნოთ. დასვათ კითხვები, რათა სხვა ადამიანის შეხედულებები გაიგოთ და აქტიურად მოუსმინოთ მათ პასუხებს. ხოლო, როცა მათ აზრებსა და გრძნობებს უსმენთ, მეტად სავარაუდო ხდება, რომ მათაც ანალოგიურად მოგისმინონ. თუმცა არა იმიტომ, რომ ასეა სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთ ვიღებთ ინფორმაციებს, როცა ჩვენივე გამოუხატავი აზრები და გრძნობები აღარ გვაწუხებს… ამგვარად, პროდუქტიული საუბრები ის არის, რაც ადამიანებს აგრძნობინებს, რომ უსმენენ, მათი ესმით და პატივს სცემენ.
გამოიყენეთ შუამავლის სტრატეგია
ვამბობთ, რომ ყველა ამბავს ორი მხარე აქვს, მაგრამ მათ ხშირად სწორ და არასწორ მხარეებად ვყოფ. რთულ საუბრებსაც იმიტომ ვიწყებთ, რომ აღვწეროთ, რატომ ვართ მართლები, რაც მეორე მხარეს არასწორად წარმოაჩენს და სწორედ ამიტომ გადადიან ისინი თავდაცვაზე. დიახ, აქ მეორე მხარე უარესად გრძნობს თავს, იწყებენ საუბარს საკუთარი პერსპექტივიდან ისეთ საკითხებზე, რომლებშიც ჩვენ არასწორები ვართ…
თუმცა შეგვიძლია, საუბრები მეტად პროდუქტიულიც გავხადოთ, ყველაფერს აქვს ფარული მესამე ამბავი, რომელსაც შუამავალი, ნეიტრალური პოზიციის მქონე მეგობარი ან კოლეგა ჰყვება. მათი როლია, იყვნენ სამართლიანები და დაეხმარონ ორივე მხარეს. ეს არც მარტივია — თუ ორივე მხარე თვლის, რომ მართლები არიან, როგორ უნდა აღწეროს მედიატორმა პრობლემა ისე, რომ ორივე გაამართლოს?!
მედიატორებს აქვთ სტრატეგია — ისინი აღწერილობიდან ღირებულ განსჯას იღებენ და ტოვებენ სივრცეს ამ ორ მოსაზრებას შორის. „სწორია/არასწორიას“ ნაცვლად, ისეთ სიტყვებს იყენებენ, როგორებიცაა „უკეთესია“ და „უარესია“; ისინი ხვდებიან, რომ თითოეული ადამიანი საკითხს განსხვავებულად უყურებს და ხაზსაც უსვამენ ამ განსხვავებებს.
ასე რომ, თქვენივე რთული საუბრები ამ მესამე ამბით შეგიძლიათ დაიწყოთ. როცა ნათესავთან პოლიტიკაზე საუბრობთ, უთხარით: „ჩვენ ამ საკითხს სხვადასხვანაირად ვუყურებთ, მოდი, დავაკვირდეთ, რას და რატომ აღვიქვამთ განსხვავებულად“. შემდგომ შეგიძლიათ განიხილოთ, ეს განსხვავებები სხვადასხვა ფაქტს, ღირებულებას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შიშს ხომ არ უკავშირდება. თქვენი მიზანი სხვა ადამიანის გადმობირება კი არ არის, არამედ უთანხმოების გარკვევა.
შვილს კი იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ აუკრძალოთ გაჯეტების 6 საათის შემდეგ გამოყენება, უთხარით: „ბევრი კონფლიქტი და უთანხმოება გვაქვს ეკრანთან გატარებული დროის გამო, ჩვენ წესები შემოვიღეთ და შენ გაღიზიანებს ეს. მოდი, ვისაუბროთ ამ წესების მიზნებზე და შენს გამოცდილებაზე, დაიცვა ისინი“ .
მსგავსი საუბრების მიზანი თითოეული მხარის უკეთ გაგებაა, რასაც პრობლემის სიღრმისეულად გადაჭრაც მოსდევს. საუბრის ქონა, რომელშიც ნამდვილად მოუსმენთ მეორე ადამიანს, თქვენი ძალაუფლების დათმობას არ ნიშნავს. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენივე მოლოდინები და განმარტოთ წესები.