in

როგორ გავაუმჯობესოთ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

როდესაც ბიზნესისთვის რთული ამოცანა გაქვთ გადასაწყვეტი, დიდი ალბათობით, ამ პროცესში გუნდს ჩართავთ. ბოლოს და ბოლოს, ბევრი გონება უკეთ მუშაობს, ხომ ასეა? როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის არა. ცოდნის დიდი მოცულობა არცერთ შემთხვევაში არ არის უკეთესი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. იერარქიაზე მეტისმეტი დამოკიდებულების გამო, გუნდის წევრების ინსტინქტი ხშირად აისხლეტს განსხვავებული აზრის არსებობას, ჰარმონიის შენარჩუნების მიზნით. ექსპერტების მცდარმა მოსაზრებამ შეიძლება მცდარი გუნდური გადაწყვეტილება განაპირობოს. ინდივიდუალური წინასწარგანწყობა შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მსჯელობისას და საბოლოოდ, პროცესი არასწორ რელსებზე დადგეს. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გუნდურად არ უნდა მიიღებოდეს. გუნდური გადაწყვეტილების ეფექტიანობის გასაზრდელად, ამ სტრატეგიებს მიჰყევით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში პატარა გუნდი ჩართეთ. დიდი ჯგუფი უფრო მიდრეკილია მიკერძოებული პოზიციის დაჭერისკენ. მაგალითად, კვლევა გვიჩვენებს, რომ შვიდი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები სწორედ ამისკენ არიან მიდრეკილები. რაც უფრო მრავალრიცხოვანია გუნდი, უფრო დიდია მათი მიდრეკილება წინასწარგანწყობითა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე იმსჯელონ. სჯობს, ასეთ დროს, 3-5 ადამიანი ჩართოთ, რაც ზემოხსენებულ ნეგატიურ გარემოებებს გაანეიტრალებს.

შეარჩიეთ შერეული გუნდი – მის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები უნდა ჰქონდეთ. გუნდი, რომლის შემადგენლობაც ერთნაირად აზროვნებს, შეიძლება შეცდომაში შევიდეს, აჰყვეს წინასწარგანწყობას, რწმუნებულებებს და იყოს ტენდენციური. ამის საპირწონედ, განსხვავებული აზროვნება კრიტიკული მსჯელობის საშუალებას იძლევა. ეს ამართლებს მაშინ, როდესაც კვლევის შედეგებზე, პროცესების შემუშავებაზე მიდის მუშაობა. თუმცა, განმეორებით, მსგავს ამოცანებზე, რასაც სტრუქტურირებულ გარემოში მუშაობა და კონვერგენტული აზროვნება სჭირდება, ერთგვაროვანი გუნდი უკეთ მიიღებს. ამდენად, როგორც ლიდერი, დააკვირდით გადაწყვეტილების ხასიათს და ამის მიხედვით დააკომპლექტეთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები გუნდი.

დანიშნეთ სტრატეგიული დისიდენტი (ორიც შეგიძლიათ). ერთ-ერთი გზა, რომ აზროვნების არასასურველი აზროვნება აიცილოთ თავიდან, არის “ეშმაკის ადვოკატის” დანიშვნა. ამ ადამიანს დაევალება გუნდის კონსენსუსის წინააღმდეგ მუშაობა. კვლევები გვიჩვენებს, რომ თუკი ერთ ადამიანს მაინც აქვს უფლებამოსილება, წინ აღუდგეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხს. უფრო დიდი გუნდებისთვის (როცა მასში შვიდი ან მეტი წევრია), დანიშნეთ ორი დისიდენტი, ამით რაოდენობრივ დაჯაბვნას აიცილებთ თავიდან. ასევე, დიდ გუნდებში, იმისათვის, რომ გუნდური სხვადასხვაობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, მოსაზრებები ჯერ ინდივიდუალურად შეაგროვეთ და მხოლოდ შემდეგ შეიკრიბეთ ერთად.

შეგიძლიათ, გუნდის წევრებს სთხოვოთ თავიანთი იდეები გამოუკიდებლად (ანონიმურადაც კი) ჩაწერონ და დოკუმენტი გააზიარონ ჯგუფში. შემდეგ, გუნდს სთხოვოთ დამოუკიდებლად და ანონიმურად შეაფასონ შეთავაზებული იდეები, ყოველგვარი დასკვნისა და კონკრეტული პიროვნებების მიმართ მიკერძოების გარეშე. ამ იტერაციულ პროცესს შეუძლია ბევრი უარყოფითი მომენტი აგარიდოთ თავიდან, თუმცა, ის ნაკლებად გუნდურია – ანუ მსჯელობისას გაზიარებული მოსაზრებები აქ ნაკლებად იქნება. ეს პროცესი გარანტიაა, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი პოზიციის დაფიქსირება.

მიეცით თავისუფლად საუბრის საშუალება. თუკი გინდათ, რომ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვან, მათ საამისოდ უსაფრთხო გარემო უნდა ჰქონდეთ, თავისუფლები უნდა იყვნენ განსხვავებული აზრის გამოთქმის შიშისგან და ეჭვისგან, რომ შემდეგ, ამით მას განსჯიან. ამისათვის, პირველ რიგში, მიაჩვიეთ საკუთარ უკუკავშირს, გამოთქვით აზრი არადომუნანტურად, აგრძნობინეთ, რომ აფასებთ და მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია, საერთო მიზნის მისაღწევად.

ზედმეტად არ დაეყრდნოთ ექსპერტებს. მათ მართლაც შეუძლიათ დაგეხმარონ საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ როცა ექსპერტის აზრს არ უწევენ წინააღმდეგობას და ეჭვი არ შეაქვთ მის ნამდვილობაში, ეს სახიათოა. კვლევებით დასტურდება, რომ ექსპერტის ამ პროცესში ჩართულობით გუნდი თანდათან მის პოზიციაზე გადადის და ეს შეიძლება სულაც აცდეს საჭირო გეზს. თუმცა, ექსპერტის ჩართულობა სასარგებლოა – შეგიძლიათ ის კონკრეტული საკითხის განსახილველად მიიწვიოთ, რათა ადეკვატური ინფორმაცია მოგაწოდოთ.

გადაანაწილეთ კოლექტიური პასუხისმგებლობა. ხშირად გუნდის პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს ეკისრება – ის აგვარებს განრიგს, წარადგენს შედეგებს. ასეთ დროს, მიკერძოების ალბათობა მაყულობს და ამ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრებით, გუნდურ გადაწყვეტილებაზე სერიოსული გავლენა მოახდინოს. მკვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ნეგატიური ტენდენციების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, გუნდის თითოეულ წევრს განსხვავებული როლი და ფუნქცია მისცეთ. ამგვარად, პასუხისმგებლობა გადანაწილდება და ყველა იგრძნობს, რომ საერთო შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილი მასზეა დამოკიდებული.

ბუნებრივია, ეს ნაბიჯები არაა გარანტია, რომ აუცილებლად კარგ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუმცა, ვიმედოვნებთ, ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდაში დახმარებას აუცილებლად გაგიწევთ.

 

წყარო: HBR



თიბისი კონცეპტი თანამედროვე ღირებულებებით

რა მოხდა Extra.ge-ზე? – რეკორდული აქტივობა Visa ციფრული ბარათით!