25
Dec
2018

როგორ მოვამზადოთ თანამშრომლები მოულოდნელი სიტუაციებისთვის

25 Dec 2018

ბიზნესის სტაბილურად შენებისთვის, მენეჯერებმა თანამშრომლები წინასწარ განსაზღვრული ფუნქციებისთვის უნდა შეამზადონ. ამასთან, ყოველ ხელმძღვანელს აკისრია პასუხისმგებლობა იმაზე, პასუხობს თუ არა მისი გუნდი მაღალ სტანდარტებს და მუშაობს თუ არა მათთან ერთად, ეფექტიანობის გასაზრდელად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, ასევე დიდი გამოწვევაა, მოამზადო გუნდი მოულოდნელი სიტუაციებისთვის. მოულოდნელობა შეიძლება იყოს კლიენტთან, კოლეგებთან ან პარტნიორებთან მიმართებაში. ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ თანამშრომლებს უჩვეულო სიტუაციებთან გამკლავება ასწავლონ.

ჩემს კომპანიაში, სახელწოდებით Amerisleep, ჩვენს თანამშრომლებს ვასწავლით, მოეკიდონ უცნობ პრობლემებს ინტერესით. მღელვარების ნაცვლად, ასწავლეთ, დასვან კითხვები, გამოიკვლიონ მიზეზები და გადაწყვეტის უკეთესი გზები ეძიონ.

ქვემოთ მოყვანილია სამი მიდგომა, რომელიც ლიდერს წაადგება, გაიგოს, როგორ უმკლავდება გამოწვევებს მისი გუნდი.

შეადგინეთ მოულოდნელ სიტუაციებში გამოსაყენებელი სამოქმედო გეგმა, რომელსაც გუნდი შესაბამის მომენტში გამოიყენებს.
როდესაც შესაძლო სცენარებს განიხილავთ, გიუმჯობესდებათ რეაგირების უნარი.
მაგალითად, გაყიდვებში, ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მეთოდია შაბლონური პასუხების შემუშავება, რომელსაც გამყიდველი კლიენტის საპასუხოდ გამოიყენებდა. ეს ამცირებს წინააღმდეგობას და უარის ალბათობას.

ვენდორებთან მოლაპარაკებისას, შესაძლოა, შეგხვდეთ წინაღობა, რაც საფრთხეს შეუქმნის შეთანხმებას. ასეთი სიტუაციებისთვის ჩვენი მენეჯერების მოსამზადებლად, წინასწარ განვიხილავთ გავრცელებულ პრობლემებს განსახილველად – ფასს, გრაფიკს… თუკი ხარჯი მეტისმეტად დიდია, ვეძებთ მოსალოდნელი შედეგების შემცირების გზებს, რომ ჩვენს ბიუჯეტს შეესაბამებოდეს. თუკი საქმე გრაფიკს ეხება, ვეძებთ პროცესის დაჩქარების გზებს.

ტრენინგის ნაწილი უნდა იყოს თანამშრომლების ინსტრუქტაჟიც.

ასწავლეთ თანამშრომლებს, ამოიცნონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პრობლემა და შესაბამისად იმოქმედონ.
ის, რაც უცხოა, ხშირადაა გამაღიზიანებელი. მოუმზადებელ ადამიაში ეს ხშირად იწვევს უიმედობის განცდას, რის შედეგადაც შეიძლება პოზიციის დათმობა მოუხდეს. თუმცა, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაზეც გვაქვს კონტროლი.

ასწავლეთ თანამშრომლებს, დააკვირდნენ, რისი გამოყენება შეუძლიათ გავლენის მოსაპოვებლად, მაგალითად, ისტორიული თარიღები, კონტაქტები, ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები… სხვა შემთხვევაში, ისინი სიახლეს წინაღობან აღიქვამენ. ეს მიდგომა უფრო დამოუკიდებელს გახდის თანამშრომელს და პროექტის ბოლომდე მიყვანის უნარს შესძენს.

როდესაც Amerisleep-ის ვებგვერდს პრობლემა ექმნება, თანამშრომლები წინასწარგანსაზღვრული ინსტრუქციით მოქმედებენ, პრობლემის მოსაგვარებლად. ამას გარდა, ისინი სამომავლო ნაბიჯების შემუშავებასაც ახერხებენ, რომ შემდეგში ასეთი პრობლემის რისკი შეამცირონ.

 

 

 

წაახალისეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

ისინი, რომლებიც “უცნობთან” გამკლავებას ახერხებენ, წარმატებას აღწევენ. ემზადეთ ასეთი სიტუაციებისთვის რაც შეიძლება ადრე. ეძიეთ სიტუაციის შეცვლის საშუალებები და იმოქმედეთ მტკიცედ.
უცნობი სცენარების წინასწარგანსაზღვრით, თქვენ ავითარებთ რაციონალურ აზროვნებას და პრობლემის წინაშე დადგომისას ემოციურად აღარ მოიქცევით.

წყარო: inc.com



განხილვა