in

როგორ აღწევენ პროდუქტიულობას საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლები და CEO-ები

ლიდერობისადმი ყოველი კომპანიის მიდგომა განსხვავებულია. ზოგიერთი ემპათიურობას ეყრდნობა, სხვები – მითითებების გამცემ მენეჯერს უფრო აფასებენ. თუმცა, ქმედებათა უმეტესობა დასწავლადია. ეს ნიშნავს, რომ მათი ათვისება თქვენც შეგიძლიათ. როგორი სტრატეგიები მუშაობს? გამოცდილი ხელმძღვანელები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

თვალი ადევნეთ საკუთარ საქმეს

კომპანია Calm-ის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მაიკლ აქტონ სმიტის აზრით,  ხელმძღვანელის ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის. სწორედ ლიდერმა უნდა აჩვენოს მაგალითი, ამ კუთხითაც, როდესაც საქმე მის კეთილდღეობას ეხება. გახსოვდეთ გამოთქმა „ჩვენ ადამიანები ვართ და არა საქმეები“.

იქეცით საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად

Bumble-ის დამფუძნებელი უიტნი უოლფი ჰერდი ამბობს, რომ საკუთარ გუნდთან შეხების წერტილების ძიებისას, ის მოწყვლად, თანამგრძნობიარე და გულწრფელ მიდგომას იყენებს. მისი თქმით, ლიდერობა ერთი მახასიათებლის სრულყოფაში კი არ მდგომარეობს, არამედ, ქცევის გაუმჯობესებაში, რომელიც საერთო ჯამში, გუნდისა და კომპანიის საერთო მისიის წინსვლას ემსახურება.

დაუთმეთ დრო სრულად

DocuSign-ის დირექტორი დენ სპრინგერი ამბობს, რომ კომპანიაში აქვთ გამოთქმა: „ყოველი თანამშრომელი იმსახურებს შესანიშნავ მენეჯერს და ყოველი მენეჯერი იმსახურებს შესანიშნავ ინსტრუმენტებს“. თქვენ, როგორც მენეჯერი, ვალდებული ხართ იფიქროთ ისე, რომ თქვენი რეპორტინგი 100%-ით შედეგიანი იყოს. ბუნებრივია, სრულყოფილად საქმე არ გამოვა, თუმცა, თუკი დილას დგებით და ეს არ გაქვთ მიზნად, ე.ი. მზად არ ხართ, ოსტატობითა და დისციპლინისთვის, რასაც მოაქვს შედეგი.

დაიქირავეთ კარგი იუმორისთვის

1stDibs-ის დირექტორი დევიდ როზენბლატი ამბობს, რომ კარგი იუმორის მქონე ადამიანებთან უფრო უადვილდება თანამშრომლება. ეს მიუთითებს ადამიანის ინტელექტზე, მის უნარზე შეაფასოს კითხვები, სხვადასხვა თვალსაზრისით.

არ შეგეშინდეთ მარცხის

Revolve-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაიკლ მენტე ამბობს: – ჩვენთვის არ არსებობს მარცხის შიში, რადგან მონაცემები, რომელსაც ჩვენ „მარცხის“ შედეგად ვიღებთ, გვეხმარება გავაუმჯობესოთ შეფასება და საბოლოო ჯამში, ალგორითმი.

გულდასმით მოუსმინეთ

LogMeIn-ის დირექტორი ბილ ვაგნერი ამბობს, რომ რეგულარულად ესაუბრება თანამშრომლებს, მათი დისტანციურ რეჟიმში მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ უფრო მეტი რომ გაიგოს. თანამშრომლის უკუკავშირით მიხვდებით, როგორ განავითაროთ ორგანიზაციული კულტურა, კონცენტრირდეთ თანამშრომლების საჭიროებებზე, როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ.

დააყენეთ ადამიანები პირველ რიგში

Madison Reed-ის ბრენდის დამფუძნებელი და დირექტორი ემი ერეტი ამბობს, რომ კულტურას პირველი ადგილი უჭირავს. მისი აზრით, ჯერ კიდევ, იმ დრომდე, სანამ პროდუქტს შექმნით, საკუთარი მისია და კულტურული ღირებულებები უნდა განსაზღვროთ, რადგან, თანამშრომლების გამოცდილება თქვენი მომხმარებლების გამოცდილების ტოლფასი უნდა იყოს. უკმაყოფილო გუნდი კლიენტს ბედნიერების შეგრძნებას ვერ მოგვრის.

შეასრულეთ სამუშაო

Porch Group-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი მეთ ერლიჰმანი მიიჩნევს, რომ ლიდერი მოწინავე ხაზზე უნდა იყოს, თავისი მტკიცე ხასიათით და სულ ჰქონდეს მზაობა, პირადად შეასრულოს ნებისმიერი საქმე. ეს ქმნის გუნდში განწყობას. რთულია მსგავსი მოტივაცია აღძრათ გუნდში, თუკი თავად არ ხართ სამაგალითო.

იპოვეთ ბალანსი

Axios-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ჯიმ ვანდეჰეის საკუთარი სისტემა აქვს, რომელსაც ბედნიერების მატრიცას ეძახის. ბედნიერების მატრიცა აერთიანებს ყველაფერს, რაც მას პროფესიონალურ საქმიანობაში სჭირდება: კარგი ადგილი, სადაც ოჯახთან და ბავშვებთან იქნება, კარგი კვება, სპორტული ვარჯიშის საშუალება, იმუშავებს ადამიანებთან, რომლებიც მოსწონს, იზრუნებს საკუთარ სულიერებაზე… ის ცდილობს საკუთარი თავი შეაფასოს ყოველკვირეულად, რათა დააკვირდეს, ხომ სრულდება თითოეული მოთხოვნა. მისთვის ეს კრიტერიუმები ეფექტიანი ლიდერობის საფუძველია.

დაინახეთ პოზიტივი ნეგატივში

დაუმუშავებელი უკუკავშირი ActiveCampaign-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, ჯეისონ ვანდებუმს უმნიშვნელოვანესად მიაჩნია. მისი აზრით, 10-ქულიანი სისტემით, მაგალითად, 8-იანით შეფასებისას უკუკავშირის მთელი ხიბლი იკარგება. დეტალური, დაუმუშავებელი უკუკავშირი კი, საკუთარი კომპანიის უკეთ აღქმაში უწყობს ხელს.

სქელი კანის კულტივირება

Flexport-ის დირექტორს რაიან პეტერსენს მტკიცე ადამიანები მოსწონს. ქარიშხლებით დაწყებული, გაფიცვებით დასრულებული – ლოგისტიკაში სირთულეები ყოველდღიურად ხდება. ამიტომ, საჭიროა ადამიანები, რომელთა დამარცხებაც არაა მარტივი.

იყავით პრობლემის მომგვარებელი

BigCommerce-ის დირექტორი ბრენტ ბელმი ამბობს, რომ ის გადაწყვეტილების მიღების უნარს აფასებს. ლიდერისთვის ეს ნიშნავს, რომ პრობლემის წარმოშობისას, ყოველ ჯერზე, უნდა ეძებოს გამოსავალი.

იყავით სამაგალითო

Lyra Health-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი დევიდ ებერსმანი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ყველაზე ძლიერი ფაქტორი, რაც ჩართულობას ასტიმულირებს სწორედ ხელმძღვანელია, რომელმაც უნდა დაიწყოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება და ყველაფერი გააკეთოს, რათა თანამშრომლებს ამ თემებზე საუბარი შიშისა და განკითხვის გარეშე შეეძლოთ.

მიეცით საკუთარ თავს სივრცე

თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა კონცენტრირდეთ რაღაცებზე, რასაც სპეციფიკური უნარები სჭირდება და შემოიკრიბოთ გარშემო შესაბამისი ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ იმ საქმეს, რაც თქვენ პირადად არ შეგიძლიათ – ასე Marqeta-ს დამფუძნებელი და დირექტორი ჯეისონ გარდნერი ფიქრობს.

ენდეთ ინტუიციას

რასაკვირველია, გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, Caulipower-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, გაილ ბეკერის აზრით, ჩვენ უნდა დავიქირავოთ ადამიანი და არა მისი რეზუმე – აპლიკაციაში თქვენ ვერ წაიკითხავთ ვერც მისწრაფებას, ვერც უშიშრობას და საქმისადმი თავდადებას.

ისწრაფეთ სიმაღლეებისკენ

თქვენი ორგანიზაცია ბევრად უფრო წარმატებული იქნება, თუკი თქვენს ფოკუსს მნიშვნელოვნად შეავიწროვებთ, აამაღლებთ სტანდარტს და აუჩქარებთ ტემპს – ამბობს Snowflake-ის დირექტორი ფრენკ სლუტმანი.

შთააგონეთ თქვენი გუნდი

თქვენი საქმეა შთააგონოთ გუნდი, გამოთქვან გიჟური იდეები – მიიჩნევს Figs-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ჰედერ ჰასონი. ასევე, თუკი ისეთი იდეა მოგივათ, რომელიც მოგწონთ, თქვენს გუნდს უბიძგეთ „გაიძულონ“ მისი გაუმჯობესება.

 

წყარო: inc.



Facebook სახის ამომცნობ ტექნოლოგიას აუქმებს!

რა კამპანიას იწყებს „ვოლვო ქარ საქართველო“ ნიკა მაჩაიძესთან კოლაბორაციით