სეთ გოდინმა ძალიან დიდი დრო დახარჯა ეფექტური ორგანიზაციების შექმნაზე. შექმნა მასშტაბური კომპანიები, რომლებმაც აშშ-ის ეკონომიკა გარდაქმნა და დოვლათი მოუტანა. ათობით კომპანია ახლა მთელი ქვეყნების ეკონომიკაზე დიდია. ოპტიმიზაციამ და ჭკვიანურმა მართვამ პროდუქტები, რომლებიც თავდაპირველად სიახლედ აღიქმებოდა – ავტომობილი, ტელეფონი თუ პერსონალური კომპიუტერები – უზარმაზარ ბიზნესებად აქცია. ამ წინსვლის არსი კომფორტსა და ეფექტურობაზე ფოკუსირებაა.
მაგრამ ცვალებად სამყაროში გუშინდელი სამუშაოს კეთება არასწორია. როდესაც ვფოკუსირდებით მიმდინარე გეგმის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, ახალი სტრატეგიის განვითარების შესაძლებლობა გვეძლევა. მაგალითად, განვითარების პიკზე, Yahoo-ს ადვილად შეეძლო Google-ის ყიდვა, საძიებო სისტემის, რომელსაც ინტერნეტის მიმართ სრულიად განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მათ გადაწყვიტეს ეს თანხა Yahoo Kids-ის შემდგომ განვითარებაში ჩაედოთ. შედეგი თავადაც გახსოვთ.
ეს მხოლოდ ორი მაგალითია „სტრატეგიული მიოპიისა“, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს გადაუდებელსა და ადვილად გაზომვადს. ის გვიბიძგებს სანდო გეგმების შესრულებისკენ შესაძლებლობების დანახვის ნაცვლად. ნაწილობრივ, მიოპია მოდის იმისგან, რასაც ახალი სტრატეგიისგან ველოდებით. სტრატეგია არ არის გეგმა. გეგმას შეიძლება მოჰყვებოდეს გარანტია: „თუ ამას გავაკეთებთ, გავიმარჯვებთ“. სტრატეგიულ მიოპიაში გაჭედვა ადვილია, განსაკუთრებით ინტენსიური ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში.
რა გარდაქმნის პროექტს ან ახალ ბაზარს ინდუსტრიად? კომფორტისა და ეფექტურობის კომბინაცია. კომფორტი გვეხმარება დავაკმაყოფილოთ არსებული მომხმარებლების საჭიროებები.
საინტერესოა, რომ ახალი პროექტები, რომლებიც მომავლის პრობლემებს წყვეტენ, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია აწმყოში. განვიხილოთ Amazon: თავის პირველ წლებში, კომპანია თითქმის ყველა გაგზავნილ წიგნზე ზარალზე გადიოდა, ეს იყო ძალისხმევის ინვესტიცია სამომავლო საქმეში.
ლიდერებს ხშირად აინტერესებთ კონკრეტული მეტრიკები, რომელთა გაზომვა ადვილია და შედარება მარტივი, მაგრამ სასარგებლო სტრატეგია თითქმის ყოველთვის არაკომფორტული და არაეფექტურია თავიდან. სტრატეგია ეფუძნება შეხედულებას, რომ ის, რაც ახლა გამოწვევაა, დროთა განმავლობაში გაადვილდება.
მანქანის ყიდვა რთული ინვესტიცია იყო, როდესაც ცოტა მოასფალტებული გზა იყო და არ არსებობდა ადვილად ხელმისაწვდომი ბენზინგასამართი სადგურები. მაგრამ ამ ინდუსტრიის პიონერებმა იფიქრეს, რომ ინფრასტრუქტურა მოჰყვებოდა, რადგან ტრანსპორტირების საჭიროება დაუოკებელი იყო.
სტრატეგიული მიოპია ხდება მაშინ, როდესაც ვერ ვახერხებთ იმის იდენტიფიცირებას, რას გვინდა მივაღწიოთ. ნაცვლად ამისა ვფოკუსირდებით იმაზე, რის წარმოებასაც ვცდილობთ. ემპათია სტრატეგიულ უპირატესობას გვაძლევს.
ტაქტიკური, მოკლევადიანი ფოკუსი წარსულს ეფუძნება. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ მივყვეთ უკვე არსებულ პროცესებს და ვიმუშაოთ იმ აქტივების მაქსიმიზაციაზე, რაც გვაქვს. ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მომხმარებელი და მოვემსახუროთ მათ საჭიროებებს ტენდენციების ცვლილებასთან ერთად.
Google-ის ლაბორატორიებმა LLM ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს, მაგრამ კომპანიამ მაინც აირჩია არსებული საძიებო პროდუქტის დაცვა. Google-მა ჩათვალა, რომ შეეძლო დაჟინებით მოეთხოვა ხალხისთვის გაეგრძელებინათ იმის კეთება, რაც მათ უნდოდათ რომ გაეკეთებინათ.
ემპათია იწყება აღიარებით, რომ არ იცით ის, რაც სხვებმა იციან, გინდათ ის, რაც სურთ მათ, ან არ გჯერათ იმის, რისიც სჯერათ მათ… და ეს კარგია. თუ არ ვართ მზად გადავინაცვლოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები იმედოვნებენ გადანაცვლებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი.
როდესაც Netflix-მა თავისი სტრატეგია DVD-დან სტრიმინგზე შეცვალა, რიდ ჰეისტინგსმა და ტედ სარანდოსმა გაბედული ნაბიჯი გადადგეს – მათ არავინ არ მოიწვიეს DVD განყოფილებიდან თავიანთ შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები კომპანიის მოგების 100%-ს შეადგენდნენ, კომპანიის ლიდერებმა იცოდნენ, რომ კომპრომისები, რომლებსაც ისინი მოითხოვდნენ ახალი სტრატეგიის ჩავარდნას გამოიწვევდა.
თქვენ ვერ მიაღწევთ ეფექტურ სტრატეგიას კომპრომისებით. ეფექტური სტრატეგიები მოდის პატარა გუნდებიდან და შთამბეჭდავი ინდივიდებისგან და არა დიდი განყოფილებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ გვიჩნდება ცდუნებაა ორგანიზაციულ სქემაში ჩავრთოთ ძალაუფლების მქონე ადამიანები ჩვენთან ერთად სტრატეგიის შემუშავებისას, ეს მიოპიური ნაბიჯი, სავარაუდოდ, გააძლიერებს დახარჯული ხარჯების დაცვას.
წყარო: HBR












