in

Stratosphere Gallery – ქართველი მხატვრის უნიკალური პროექტი სტტრატოსფეროში

მსოფლიო ხელოვნებას ყოველწლიურად არაერთი ახალი პროექტი ემატება. მაგრამ მხოლოდ ერთეული მათგანია რევოლუციური და ქმნის ისტორიას.

ზუსტად ასეთია ქართველი მხატვრის რომანოზის უპრეცედენტო არტპროექტი, რომელიც უკვე საერთაშორისო მასშტაბებს იძენს.

ქვეცნობიერიდან კოსმოსამდე

ტრანსცედენტალური მხატვრობის ფუძემდებლის, რომანოზის შემოქმედება დედამიწის საზღვრებს პირველად 2019 წლის  29 აგვისტოს გასცდა და მისი სამი ნახატი, სერიიდან – Beard Of Success სტრატოსფეროში გამოიფინა. როგორც თავად ამბობს ეს კოსმოსში ნახატების გამოფენის პირველი პრეცედენტი იყო მსოფლიოში.

საზღვრების რღვევა ქართველი მხატვრის, რომანოზის შემოქმედებაში მთავარია. ტრანსცედენტალური მხატვრობის ფუძემდებელმა, ტრადიციულ იდეებსა და საზღვრებს მიღმა,  25 წლის მანძილზე არაერთი არტპროექტი განახორციელა.

ქვეცნობიერში ჩასახული ნახატი გასცდა ტრადიციულ საგამოფენო სივრცეს და რეკორდულ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 45 კმ.-ის დაშორებით ქართველმა მხატვარმა, მსოფლიოში პირველად, გამოფენა გახსნა.

იდეებსა და საზღვრებს მიღმა

პირველი წარმატებით განხორცილებული იდეის შემდეგ, რომანოზი სტრატოსფეროს პროექტს აგრძლებს. მხატვარმა შემოქმედებით გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები დაისახა. ახალი პროექტის განხორციელებისთვის, რომანოზმა ნახატების ახალი სერია, XO _ Z შექმნა.

კოსმოსში ნახატების გამოფენიდან, ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 29 აგვისტოს სტარტი, სტრატოსფეროს ახალმა პროექტმა აიღო. რომანოზის შემოქმედება 8 ნახატის სერია დედამიწის საზღვრებს ტოვებს. ნახატები სტრატოსფეროში სპეციალურად აღჭურვილი მოდულით, ჰელიუმით დატუმბული სფეროთი გაფრინდა.

რომანოზმა კიდევ ერთხელ გაარღვია ხელოვნების საზღვრები და უახლოეს კოსმოსში პირველი გალერეა გახსნა.

 

Stratosphero Gallery – ეს არის ხიდი შემოქმედებასა და მეცნიერებას შორის. რეალობად ქცეული კონცეპტუალური იდეა, რომლის მიზანია გარდაქმნას დედამიწის სტრატოსფერო საგამოფენო სივრცედ.

მოგზაურობა დედამიწიდან სტრატოსფერომდე და უკან  360 გრადუსიანმა კამერამ აღბეჭდა. პირველად ხელოვნების ისტორიაში – მსოფლიო მაყურებელს საშუალება აქვს ნახოს რეალური კადრები, როგორ გამოიყურება ნახატები სტრატოსფეროში.

Stratosphere gallery – ს უნიკალური ფოტო და ვიდეო კადრები  ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი Grand Opeingze – ზე გახდება. Grand Opening – ზე წარმოდგენილი იქნება Romanoz – ის 8 ნახატი, სტრატოსფეროდან ამოღებული ფაქტობრივი მასალა – ანიმაციები, ფოტოები, პრინტები და სხვა აუდიო/ვიზუალური ელემენტები. საგამოფენო სივრცე გადაიქცევა სტრატოსფეროს ინსტალაციად. გახდი Stratosphere Gallery – ის პირველი დამთვალიერებელი.

2022 წელს Stratosphere Gallery – ის გახსნა უკვე დედამიწაზე იგეგმება. პროექტის განხორციელებაში  ჩართულები არიან, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები.

[პარტნიორის კონტენტი]

Theneo – ქართული სტარტაპი Y-combinator-ის აქსელერატორში მოხვდა

ნახეთ: 3D პრინტერით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი