პირველად საქართველოში, სტუმრებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს საშუალება ეძლევათ ერთ სივრცეში დააგემოვნონ წამყვანი ქართული და უცხოური რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძები თუ ტკბილეული.
ღონისძიება, რომელიც 1 ივლისს გაიმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტურისტული ნაკადის ზრდას, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებასა და ნაციონალური სამზარეულოს მრავალფეროვნებისადმი ინტერესის ამაღლებას.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, Check in Georgia, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:
14:00 19:00
● წამყვანი ქართული და უცხოური რესტორნების მიერ კერძებისა და ტკბილეულის გამოფენა/გაყიდვა.
● ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
● ბენდების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა.
21:00 01:00
● DJ: PINO, URU, OCD, SVANSIKH.














