8
ნოე
2018

„ქუჩის მუსიკის დღე” თბილისში

8 ნოე 2018

10 ნოემბერს, თბილისში, 3 სხვადასხვა ადგილზე, ქუჩებზე ფესტივალი „ქუჩის მუსიკის დღე” ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც უკრავს, მღერის და ქმნის სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციას.

bog qulebi2
Bog Xelfasi mob

„ეს უცნობი მომღერლებისთვის ერთგვარი შანსია, გაეცნონ საზოგადოებას, ცნობილთათვის კი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოავლინონ თავიანთი მუსიკალური უნარები და წარდგნენ მსმენელის წინაშე“.

ფესტივალი არ აწესებს შეზღუდვას ასაკზე, ეროვნებასა და რეპერტუარზე. „დედაენის ბაღში“, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე იქნება 7 სცენა – 5 მცირე სცენა ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის, 2 დიდი კი ბენდებისთვის.

„ქუჩის მუსიკის დღეს” საფუძველი ლიტვაში ჩაეყარა. იგი ცნობილმა ლიტველმა მომღერალმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. შემდეგ, ფესტივალი, სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. ღონისძიება,საქართველოში, 2012 წლიდან ტარდება. წელს პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

განხილვა