in

უძრავი ქონების სააგენტომ რენესანსის სტილის პოსტერები შექმნა

StreetEasy უძრავი ქონების შესყიდვის ამერიკული სააგენტოა, რომლის ახალი კამპანიაც ნიუ-იორკში სახლის ყიდვასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებს ასახავს. საინტერესო კი ისაა, რომ ეს ემოციურად დატვირთული გამოცდილება რენესანსის ნახატების სტილში შექმნილი კომპოზიციებითაა გადმოცემული.

BOG

კრეატიულ სააგენტო Mother New York-ის შემოქმედებითმა გუნდმა მიიჩნია, რომ ეს სტილი ზუსტად შეესაბამება აღმავლობისა და ვარდნის ტენდენციებს, რომელთაც მყიდველები განიცდიან მთელი პროცესის განმავლობაში. მართალია, კამპანია ამერიკული რეალობის საფუძველზე შეიქმნა, მაგრამ უმეტესი ქვეყნების მოცემულობასაც მიესადაგება.

„აღორძინების ეპოქის მხატვრობის სტილით სპეციფიკური თანამედროვე სიტუაციების ასახვა ძველისა და ახლის სინთეზის საშუალებას გვაძლევს. თავის მხრივ, ნიუ-იორკელებისთვის რეკლამა საინტერესო შემოქმედებითი გამოწვევაა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს განსაკუთრებით იზიდავს ჭკვიანური და ესთეტიკური კამპანიები“, — აღნიშნავს ნედალ აჰმედი, Mother New York-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი.

მსოფლიო პრემიერა დუბაიში – JCB-მ ექსკავატორ-დამტვირთველების სამოდელო რიგი განაახლა

ილონ მასკი ChatGPT-ის კონკურენტ Grok-ს საჯაროდ უშვებს!