ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს.
- რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა?
- შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა…?
- რა განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა რეაქციას სტრესზე?
ამ პოდკასტში ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე აგვიხსნის, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თანამედროვე ადამიანები, როგორი გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც სტრესი აღემატება „ნორმებს“; ასევე, არსებობს თუ არა გზები ჩვენი რეაქციების დასარეგულირებლად და სტრესის მიმართ აღქმების შესაცვლელად.












