სტრესი ბუნებრივი პასუხია რთულ სიტუაციებზე, მაგრამ თუ დიდხანს გრძელდება, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. უფრო ზუსტად, შემდეგი სახით გამოვლინდება:
აჩქარებული გულისცემა და წნევის მატება — სტრესი ადრენალინის გამოშვებაზეა პასუხისმგებელი, რაც გულისცემასაც ზრდის და არტერიულ წნევასაც. მუდმივი ჰიპერტენზია ინსულტისა და გულის შეტევის რისკებსაც ზრდის.
შფოთვა და პანიკური შეტევები — უეცარ სტრესს შიშსა და გამოფიტვამდე მივყავართ. ამგვარი შფოთვა კი ხშირად თავბრუსხვევას, გულმკერდის არეში ტკივილსა და ჰიპერვენტილაციას იწვევს. თუ არ მართავთ, შესაძლოა, ხშირი პანიკური შეტევები ქრონიკულ შფოთვით დარღვევად ჩამოყალიბდეთ. გრძელვადიანი შფოთვა ცხოვრების ხარისხს ამცირებს და ურთიერთობებზეც ცუდად აისახება.
მოკლევადიანი ქცევითი ცვლილებები
კვების ჩვევების ცვლილება — სტრესის დროს ზოგიერთი ადამიანი ბევრს ჭამს, განსაკუთრებით ცხიმიან და შაქრიან საკვებს, ზოგი კი, პირიქით, მადას კარგავს და ვიტამინების დეფიციტამდე მიდის. ამგვარად, წონის მატებამდე და კვებით დარღვევებამდე მივყავართ, ხშირად პრობლემებსაც იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემებში.
ძილის დარღვევა — სტრესი არც გვაძინებს ხოლმე, რაზეც პასუხისმგებელი გაზრდილი კორტიზოლის დონეა, შედეგად კი იმუნურ სისტემას აზარალებს და სხეულს დაავადებებისადმი მოწყვლადს ხდის.
გრძელვადიანი შედეგები ჯანმრთელობაზე
ქრონიკული დაავადებების განვითარება — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრონიკული სტრესი გულსისხლძარღვთა დაავადებებს ზრდის, იმუნურ სისტემას აუარესებს, საჭმლის მომნელებელ სისტემაში პრობლემებს წარმოშობს და ანთების რისკებს ზრდის.
მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება — სტრესის დროს ტვინი ვეღარ არეგულირებს ემოციებს, რაც ხშირად გაღიზიანებასა და მწუხარებას იწვევს. თუ დროულად არ მოგვარდება, ემოციურ გამოფიტვამდე ან მოტივაციის დაკარგვამდე მივყავართ. ქრონიკული სტრესი მეხსიერების დაკარგვასა და კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებასაც უკავშირდება.
თუმცა, იცოდით, რომ სტრესის გავლენა ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებული შეიძლება, იყოს? ქვემოთ საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ:
- ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფ ბავშვებს, შესაძლოა, შფოთვა და ქცევითი დარღვევები განუვითარდეთ, ამასთან, პრობლემები შეექმნათ სწავლისას.
- ქალები მეტად მოწყვლადები არიან სტრესისადმი, ჰორმონალური ცვლილებების გამო.
- მართალია, კაცებიც თანაბრად განიცდიან სტრესს, მაგრამ მათ შემთხვევაში გამკლავების მექანიზმებია განსხვავებული — ხშირად ალკოჰოლს მიმართავენ.
- ხანდაზმულებში კი სტრესორებად მარტოობა, ჯანმრთელობის პრობლემები და ფინანსური დაუცველობა გვევლინება.
სტრესის მართვის ტექნიკები
აშკარაა, რომ თქვენი კეთილდღეობისთვის სტრესის მართვაა მნიშვნელოვანი, ეს კი შემდგომი ტექნიკებითაა შესაძლებელი:
Mindfulness / მედიტაცია — სუნთქვითი ტექნიკები ან მედიტაცია კორტიზოლის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. თუ ამ უკანასკნელს ხშირად მიმართავთ, ფოკუსირებასაც უკეთ მოახერხებთ, ემოციების რეგულირებასაც შეძლებთ და სტრესსაც უკეთ გაუმკლავდებით. შეგიძლიათ, განტვირთვისთვის ივარჯიშოთ, ეს დაძაბულობისა და შფოთვის მოხსნაში დაგეხმარებათ. არც მადლიერების გამოხატვა და პოზიტიური აფირმაციები დაგავიწყდეთ, ეს თქვენს გონებას სტრესორებს დააშორებს.
სოციალური მხარდაჭერა — სოციალური კავშირები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესთან გამკლავებაში, რაღა თქმა უნდა, ემოციური მხარდაჭერის შემოთავაზებით. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ თერაპევტთან საუბარი სტრესის ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ. მოხალისეობა და სხვების დახმარება თავადაც უნდა ცადოთ, რადგან ეს სტრესის დონეებს ამცირებს.
ამგვარად, სტრესი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გვევლინება, თუმცა, მისი გავლენა ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაზე მართვადია. უბრალოდ გაიაზრეთ, როგორ ზემოქმედებს სტრესი თქვენზე, შემდეგ კი ზემოთ მოცემულ ტექნიკებს მიმართეთ.