13
Oct
2017

6 სამეცნიერო გზა სტრესთან საბრძოლველად, როცა ცოტა დრო გვაქვს

13 Oct 2017

ჩვენ გვაქვს ცოტა დრო ბევრის გასაკეთებლად. ტელეკომუნიკაცია, მობილური კავშირები, ინტერნეტი და მოქნილი განრიგები გვიმარტივებენ ცხოვრებას, თუმცა, ქმნიან დაძაბულობასა და ითხოვენ მობილიზებას, აქრობენ საზღვარს სამსახურსა და სახლს, სამსახურსა და პირად ცხოვრებას, სამსახურსა და ინდივიდის საჭიროებებს შორის. ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ადამიანთა ⅓ განიცდის სტრესს და გარდა ამისა, სტრესთან საბრძოლველი მეთოდებისა და გზების შემუშავება, ან თუნდაც, მათზე ფიქრი, უფრო მეტად გვიმწვავებს მდგომარეობას. მარკეტერი წარმოგიდგენთ მეცნიერულად დამტკიცებულ 6 საიდუმლოს დაძაბულობის მოსახსნელად. როდესაც თქვენი სტრესის დონე აიწევს, მიმართეთ ამ მეთოდთაგან ერთ-ერთს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ციტრუსი
იქნება ეს გრეიფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი თუ მანდარინი, კვლევები აჩვენებენ, რომ ციტრუსის სუნი იწვევს შფოთვის განმუხტვას. იმდენად, რომ ანტიდეპრესანტების მიმღებმა პაციენტებმაც, ციტრუსის დახმარებით, შეიძლება შეამცირონ წამლების მიღების ინტენსივობა და დოზები.

საღეჭი რეზინი
როდესაც სტრესი გადაგაქვთ, თქვენი ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ კორტიზოლს. ცნობილია, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვისას, კორტიზოლის დონე იკლებს. კვლევის ფარგლებში, ფსიქოლოგები აკვირდებოდნენ ადამიანთა ორ ჯგუფს, რომლებიც სტრესის ქვეშ იყვნენ, გადატვირთული გრაფიკისა და ბევრი დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად. ერთი ჯგუფს დაურიგდა საღეჭი რეზინები, მეორეს კი არა. აღმოჩნდა, რომ საღეჭი რეზინის გამოყენებამ გამოიწვია სტრესის, მოუსვენრობისა და ნეგატიური განწყობების მნიშვნელოვანი უკუსვლა. მეორე მხრივ კი ჯგუფი, რომელიც არ ღეჭავდა კევს, დარჩა იმავე, სტრესულ მდგომარეობაში.

მწვანე სუნთქვა
კვლევის The Positive Effects of Office Plants მიხედვით, მცენარის სურნელის ერთხელ შესუნთქვაც კი დღეში, ხდის თქვენს ფსიქიკას სტრესთან გამკლავებისუნარიანს. მცენარესთან ახლოს ყოფნა თავიდან გვარიდებს ნეგატიურ განწყობებს. გარდა ამისა, ისეთ ყვავილებს, როგორიცაა გვიმრა ან ლილია, სჭირდებათ ცოტა სინათლე და მიუხედავად ამისა, აჯანსაღებენ ჰაერს ოთახში.

გოგრის თესლი
გოგრის თესლი მდიდარია მაგნიუმით, ორგანიზმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მინერალით. მაგნიუმს აქვს ბევრი მეცნიერულად აღიარებული ბიოლოგიური სარგებელი, მათ შორის – განწყობის ამაღლება, სტრესის დაწევა. გარდა ამისა, გოგრის თელი მდიდარია თუთიით, კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ გოგრის თესლს, ნაკლებად მიდრეკილები არიან სიმსივნური დაავადებებისკენ.

მესამე თვალი
აკუპუნქტურა არის მეცნიერულად დამტკიცებული სტრესის შემამცირებელი მეთოდი. ის მუშაობს სხეულზე დაბლოკილი ენერგიის არხების გახსნის გზით. თქვენ არ გჭირდებათ დანიშნულება ამ უძველესი, ჩინური მკურნალობის მეთოდის საკუთარ თავზე გამოსაცდელად. აკუპუნქტურის ერთ-ერთი წერტილია ადგილი თქვენს წარბებს შორის, იოგას ფილოსოფიაში, ეს ადგილი მესამე თვალია. მისი აქტივაცია შეგიძლიათ ამ ადგილზე თითის მიჭერით და წრიული მასაჟით, სადაც არ უნდა იყოთ, 30 წამიდან 1 წუთამდე დროში. ამ ადგილის სტიმულაცია აუმჯობესებს მენტალურ კონცენტრაციასაც.

ფოკუსირდით თქვენს ფეხებზე
როდესაც სტრესი გვეწვევა, ის მთლიანად ეუფლება ჩვენს გონებას. ჩვენ ვდარდობთ, ვფიქრობთ, ვშფოთავთ. სწრაფი და მარტივი გზა, მშფოთვარე გონებისგან თავის დასაღწევად და რეალობაში დასაბრუნებლად არის გაცნობიერება, სწრაფი გაცნობიერება იმისა, თუ რა ხდება თქვენ გარშემო და ახლა. ასეთია ყურადღების ხრიკი: ჩაისუნთქვეთ ღრმად, ამოსუნთქვისას კი შეიგრძენით ფიზიკურად თქვენი ფეხები, რომლებიც ალაგია იატაკზე. გაიმეორეთ 2-ჯერ, დარწმუნდით, რომ თქვენი ფეხები და შესაბამისად თქვენ, მყარად დგახართ მიწაზე.



განხილვა