20
Dec
2018

როგორ დავძლიოთ სტრესი დღესასწაულების პერიოდში – 5 პრაქტიკული რჩევა

20 Dec 2018

შობა – ახალი წლის არდადეგები, ხშირად, გართობისა და დასვენების მაგივრად, სტრესთან უფრო ასოცირდება. ამის მიზეზი, მხოლოდ დღესასწაულების პერიოდში მომატებული კილოგრამები კი არა, გადაღლილობა და მთელი წლის მანძილზე დაძაბული სამუშაო გრაფიკია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

არსებობს ხუთი, მეტ-ნაკლებად მარტივი გზა, როგორ უნდა დასძლიოთ სტრესი დღესასწაულების პერიოდში:

შეადგინეთ  „სამოქმედო გეგმა“ – ეს ძალიან მარტივი თამაშია და მთელი ენერგია და მათ შორის, სტრესული განცდებიც აქეთკენ უნდა მიმართოთ. ჩამოწერეთ, რას გააკეთებთ ამ არდადეგებზე თქვენი ჯანმრთელობისთვის, ან სამსახურში დაბრუნებისთანავე, დღესასწაულების შემდეგ. შემდეგ კი ეცადეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ თითოეული პუნქტი შეასრულოთ.

ისაუბრეთ თქვენს მიზნებზე – რაც შეიძლება მეტ ადამიანს უამბეთ, ამ „სამოქმედო გეგმის“ შესახებ. გაუზიარეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს თქვენი მიზნები, მიიღეთ მათგან რჩევები და თუ საჭირო იქნება, გაითვალისწინეთ კიდეც.

აუცილებელია, გქონდეთ დრო საკუთარი თავისთვის – მართალია, დღესასწაულების ძირითად არსი გართობაში, სხვებთან კომუნიკაციასა და მათთან ერთად დროის გატარებაშია, მაგრამ დღეში, 10, 15 ან 30 წუთი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ: ფეხით ისეირნეთ, მაღაზიებში იარეთ, თუნდაც, ნურაფერს იყიდით. ეს დასვენებაში, წონასწორობის აღდგენასა და განტვირთვაში დაგეხმარებათ.

იცოდეთ საკუთარი შესაძლებლობები და ყოველთვის დაიცავით ეს საზღვრები.  ნუ იფიქრებთ, რომ დღესასწაულებზე ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ, რადგან თავისუფალი დრო გექნებათ. მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. ამიტომ, თავს ნუ დაიტვირთავთ, მით უმეტეს, სამსახურის საქმეების კეთებით. აუცილებელია, სრულფასოვნად დაისვენოთ, რომ დღესასწაულების შედეგ, განახლებული ენერგიით შეუდგეთ საქმიანობას.

ყველაფერი მშვიდად აკეთეთ – დღესასწაულებზე ჩვეული რიტმი დაივიწყეთ და ტემპი შეანელეთ. თუ ჩვეულებრივ, მუშაობის დროს, სხვების პასიურობა, ან საქმის ნელა კეთება, გაგაღიზიანებდათ, ახლა ეცადეთ, თქვენც ასე მოიქცეთ – კარგად გამოიძინეთ, მშვიდად ისაუზმეთ, ნელა, გადარბენის გარეშე აკეთეთ ყველაფერი.

 

წყარო: Inc.com

 



განხილვა