ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, თქვენც უმკლავდებით სამუშაო სივრცის სხვა ადამიანებთან გაზიარებით გამოწვეულ გაღიზიანებას. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის სამუშაო პროცესი არის გარკვეული სტრესის, დისკომფორტის ან უბრალოდ, უსიამოვნოდ ამაღელვებელი მომენტების შემცველი. როგორ შეუძლიათ ადამიანებს დარჩნენ მშვიდები და პროდუქტიულები ისეთი ამოცანების გადაჭრისას, რომელთა შესრულებისასაც სხვები ღიზიანდებიან? პასუხის მისაღებად, ვნახოთ, როგორ უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს სიმშვიდესა და თავდაჭერილობაში დახელოვნებული მეზღვაურები.
როგორ ებრძვიან მეზღვაურები სტრესს?
ეჭვგარეშეა, რომ მეზღვაურები ხვდებიან სპეციფიკურ და რთულ სიტუაციებში, რომლებშიც ჩვენი უმრავლესობა არასდროს აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, მათ განვითარებული აქვთ ექსტრემალურ სიტუაციებთან ეფექტურად გამკლავების უნარი, შემუშავებული აქვთ სტრესული სიტუაციების ემოციური რეგულირებისა და მართვის გზები. დაკვირვებები აჩვენებს, რომ მეზღვაურებს აქვთ შესანიშნავი უნარი, საშიში სიტუაციებისას შეინარჩუნონ სიმშვიდე. მათი გონება განსხვავებულად პასუხობს ექსტრემალურ სიტუაციას. ტვინში აქტიურდება ნერვული ცენტრები, რომლებიც პასუხს აგებენ ემოციურ კონტროლზე, ნაცვლად შიშისა და მღელვარების ფუნქციაზე პასუხისმგებელი ნაწილების გააქტიურებისა. რაშია საიდუმლო? მეზღვაურები მართავენ მათ რეაქციებს, რომ გააკონტროლონ საკუთარი ფსიქიკა.
მკვლევარები ამბობენ, რომ საკუთარი ემოციების კონტროლის სწავლა, ნეგატიური რეაქციების მართვა, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციაში იჩენს თავს, არის პირველი საფეხური თქვენი ტვინის რეფლექსების გასაკონტროლებლად. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ზებუნებრივი შესაძლებლობების შედეგი – ცდებით. ამის მიღწევა შეიძლება ერთი მარტივი ხერხით – სუნთქვის მართვით.
მარტივი სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებაში
პრაქტიკა, რომელსაც მეზღვაურთა ჯგუფები იყენებენ უსიამოვნო სიტუაციებში, შეგიძლიათ აქციოთ თქვენს სამაგიდო მეთოდად. მას ჰქვია ოთხკუთხა სუნთქვა და აი, როგორ მუშაობს ის:
- ჩაისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში;
- გააჩერეთ ჰაერი თქვენს ფილტვებში 4 წამის განმავლობაში;
- ამოისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში;
- და დატოვეთ თქვენი ფილტვები უჰაეროდ (ცარიელი) 4 წამის განმავლობაში.
„ოთხკუთხა სუნთქვის” უპირატესობა არის ის, რომ ის შეუმჩნეველია, ანუ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. მოლაპარაკებების წარმოებისას, მნიშვნელოვანი პასუხის მიღების მოლოდინისას ან ფრუსტრაციული საუბრის მიმდინარეობისას.