in

შეგიძლიათ თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა? – მედეა ტაბატაძე

medea tabatadzeსტრესი და სტრესული გარემო ცნობილია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მუშაობს, ორგანიზაციის წევრია და უწევს სამუშაოების შესრულება დღის განმავლობაში. სტრესული გარემოში მუშაობა თითქმის ყველა ადამიანის სავალდებული კომპეტენციად იქცა 21 საუკუნეში. მაგალითად, არ არსებობს ვაკანსია, სადაც ვერ ვნახავთ მოთხოვნას “სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი”; ძალიან ხშირად მენეჯერები საკუთარი გუნდის წევრებს ახასიათებენ, რომ “სტრესს მარტივად უმკლავდება”, ხანდახან ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდის წევრი სტრესს ვერ უძლებს და უჭირს მუშაობა.

სტრესისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის სხვადასხვანაირი აღქმა არსებობს. თუმცა, დღევანდელ დღეს ბიზნეს გარემოში სტრესის გამკლავება და სტრესგამძლეობა ძირითადად სწრაფად ცვალებად გარემოში შედეგების (ხშირად მაღალი შედეგები) მიღწევას გულისხმობს.

წარმოდგენა და ცოდნა, რომ სტრესს მხოლოდ მომთხოვნი თუ მკაცრი მენეჯერი ქმნის არასწორია. არ არსებობს სამუშაო გარემო, თანამდებობა, ორგანიზაცია სადაც სტრესი არ არსებობს და მშვიდად მუშაობენ ორგანიზაციის წევრები- ეს მცდარია. სტრესის გამომწვევი მიზეზი უამრავია, მისი აღქმა კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ინდივიდის უნარებზე, ცოდნაზე, მოტივაციაზე, ღირებულებებზე და მოლოდინებზე.

შეგვიძლია თუ არა სტრესულ გარემოში მუშაობა? ცხადია შეგვიძლია, რადგან:

ადგილობრივი და სტანდარტული გაგებით, სტრესს მუდმივი “ოვერთაიმები” იწვევს და დასაქმებულების უმეტესობა “ოვერთაიმებით” მუშაობს.

ვინადიან ჩვენი მენეჯერი დაუნდობელია შეცდომებისა თუ დისციპლინის დარღვევის მიმართ, ჩვენ მუდმივად მენეჯერის მოთხოვნების მიხედვით ვმუშაობთ;

ვინაიდან მუდმივად იზრდება ჩვენი სამუშაოები ჩვენი სტრესიც იზრდება- მოვასწროთ ყველაფერი დროულად და ხარისხიანად, თუმცა მსგავსს სიტუაციაში ბევრი ჩვენთაგანი მუშაობს;

stress-finalვინაიდან მუდმივად გვიწევს კომუნიკაცია კლიენტებთან თუ დამკვეთებთან, ამბობენ რომ ასეთი კომუნიკაციაც სტრესულია და ბევრი ჩვენთაგანი სწორედ ამ სტრესსაც განიცდის;

ვინაიდან მუდმივად გვიწევს დადგენილი ვადების (‘დედლაინი) დაცვა- ესეც სტრესს იწვევს და არ არსებობს საქმე, რომელსაც დედლაინი არ აქვს და ჩვენი სურვილსამებრ ხდება სამუშაოების დასრულება;

ვინაიდან მუდმივად გვიწევს გუნდის წევრებთან ერთად რაიმე საკითხზე ან პრობლემაზე მუშაობა, ხშირად ჩვენი მოსაზრებები განსხვავდება, ვკამათობთ (ხანდახან ცხარედ) და ცხადია, ეს სტრესს იწვევს, ეს სტრესიც ჩვენს სამუშაოს მუდმივად ახლავს;

ვინაიდან უცნობი და ახალი პროექტი, ან ახალი სამუშაო მოითხოვს განსხვავებულ ძალისხმევას, სტრესულ მდგომარეობაში ხშირად გვაყენებს და ვღელავთ – შევძლებთ თუ არა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს;

ვინაიდან ყველა საქმე მოითხოვს წესებისა თუ პროცედურების დაცვას, ხშირად ეს წესები და პროცედურები გვიქმნიან სტრესს და ესეც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია;

ვინაიდან მენეჯერისგან შეფასებას ან შენიშვნას ხშირად ვიღებთ, ესეც სტრესულ მდგომარეობაში გვაყენებს, თუმცა მენეჯერის უკუკავშირს ვერ ავცდებით ვიდრე ვმუშაობთ და გვყავს მენეჯერი;

ვინაიდან ორგანიზაციაში არსებულ წესების დაცვას მუდმივად მოითხოვენ ნებისმიერ ორგანიზაციაში, ხშირად ეს წესებიც იწვევს სტრესს, მაგრამ ნებისმიერ ორგანიზაციაში დაგხვდება წესები და მათი დაცვა ყველგან მოგვიწევს, თუნდაც გუგლში;

stress-final2ვინაიდან ხშირად გვავალებენ ისეთი საკითხის მოგვარებას ან სამუშაოს შესრულებას, რაშიც ნაკლები უნარები ან ცოდნა გაგვაჩნია, ეს სტრესია და ასეთი სტრესიც საკმაოდ გავრცელებულია;

ვინადაინ ერთ პოზიციაზე სხვადასხვა ტიპის სამუშოების შესრულება გვიწევს, ხშირად ნაწილი სამუშაოებისა “გვიყვარს” და ნაწილის შესრულებას თავს ვარიდებთ და ვამბობთ, რომ არ მოგვწონს, სტრესულია. თუმცა, ასეთი მდგომარეობა ხშირია- 21 სკ ში “მრავალუნარიან” და სხვადასხვა ცოდნის მქონე თანამშრომლებზე მოთხოვნა იზრდება;

სტრესის გამომწვევი მიზეზები მეტია და განმარტებაც მრავალფეროვანი, მაგრამ მე ყველაზე სანდოდ მიმაჩნია რომ სტრესს იწვევს გაურკვეველი “ხვალინდელი დღე” და სწრაფად ცვალებადი გარემო ორგანიზაციაში და ორგანიზაციის გარეთ. შესასრულებელი სამუშაოების მონაცვლეობა საკმაოდ სტრესულია და სწორედ ამიტომაც გაჩნდა ე.წ Multitasking skill, ანუ ერთდროულად რამდენიმე საქმეზე მუშაობის უნარი, რაც თავისი შინაარსით სწორედ რამოდენიმე საქმეზე კონცენტრაციას და სტრესის გამძლეობას გულისხმობს.

რაც შეეხება სტრესს და მისადმი დამოკიდებულებას, სტრესი ნებისმიერი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია, სტრესი ახალი უნარების გამომუშავების შეუცვლელი მიზეზიცაა (თუნდაც იმიტომ რომ ავიცილოთ ნეგატიური განწყობა) და შედეგების მიღწევის ერთერთი პირობაცაა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია და ვმუშაობთ სტრესულ გარემოში, მიუხედავად ჩვენი თანამდებობისა თუ უნარებისა.

 

კრეატიული ჰელოუვინი “Snickers”-ის ახალ რეკლამაში

ტალახიანი ტურისტული რეკლამა