აზიაში თმის გამოყენების არასტანდარტული ხერხი აღმოაჩინეს.
აღმოჩენა სარეკლამო კომპანია JWT Manila & Singapore-ს ეკუთვნის, რომელიც შამპუნ Cream Silk-ის რეკლამაში გამოიყენეს. Cream Silk-ით დამუშავებული თმა, ვიოლინოს კვარტეტის კონცერტზე ხემის მაგივრად გამოიყენეს. თმამ ოთხ საათიან კონცერტს გაუძლო და არ გაწყდა. კონცერტი კი ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავი რეკლამა გამოვიდა.
Cream Silk-ის სარეკლამო კამპანია 600-ზე მეტმა მსმენელმა შეაფასა, ყოველ მათგანს შეეძლო თვითონ ენახა და შეხებოდა თმისგან გაკეთებულ ვიოლინოს ხემებს.