22
Oct
2018

როგორ გავაძლიეროთ პატარა კომპანიები?!

22 Oct 2018

მცირე ბიზნესის გაძლიერებისთვის აუცილებელი თითო ნაბიჯის გადადგმას, ექსპერტების აზრით, სულ 20 წუთი ან კიდევ უფრო ნაკლები დრო სჭირდება. როგორ უნდა მოახერხოს ეს პატარა კომპანიის ხელმძღვანელობამ, რა უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი, მცირე ბიზნესის წინსვლისთვის?!

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამისთვის მარტივი გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია ღონისძიებების კალენდარში შეტანა. ანუ კონტაქტების დამყარების მიზნით, თქვენი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასწრება, სხვა სტუმრების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ცოდნის მუდმივი განახლება, მუდმივი ძიება, თუნდაც, ლანჩის დროს „სფეროს ახალი ტენდენციების“ კითხვა. ექსპერტების თქმით, პატარა კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მედია აქტივობების დაგეგმვა და „კონტენტის“ თემატურად განაწილება, პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. ამასთან, პერიოდულად, საჭიროა, ონლაინ კურსების გავლა, მაგალითად, ისწავლეთ „როგორ გამოვიყენოთ LinkedIn-ის პლატფორმა“ ან თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ გაიღრმავეთ ცოდნა. მათივე რეკომენდაციით, ჩამოწერილი ე.წ. To Do List-ის თითოეული პუნქტი შეასრულეთ. ეს წესი მკაცრად დაიცავით. გაეცანით თქვენს სფეროსთან დაკავშირებულ სტატიებს, წაიკითხეთ პუბლიკაციები, კვლევები და ა.შ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ ვენდორები, პარტნიორები, დამკვეთები, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაასწორონ ანგარიში. ნურასოდეს დააგვიანებთ „ინვოისის” გაგზავნას და მათაც ყოველთვის შეახსენეთ თანხის გადახდა.

ექსპერტები თვლიან, რომ თითოეულ ამ პუნქტს, მაქსიმუმ, 20 წუთი სჭირდება. ყოველ დღე, ყველა რომ შეასრულოთ, თქვენი პატარა კომპანია დღითიდღე გაძლიერდება.



განხილვა