Strongbow ჯერ კიდევ 1960 წელს გამოჩნდა ბრიტანულ ბაზარზე, როგორც სასმელ სიდრის ბრენდი. მას შემდეგ მისი ვიზუალური იდენტობა შავსა და ოქროსფერს ეფუძნებოდა, როგორც ელეგანტურობისა და დახვეწილობის სიმბოლო. ახლა კი გადაწყვიტეს, ყველაზე დიდი რებრენდინგი განეხორციელებინათ.
იმისათვის, რომ Strongbow ახალგაზრდა თაობის ვიზუალურ აღქმაზე ყოფილიყო მორგებული, სააგენტო Otherway-მ ფერთა მკვეთრი პალიტრა აირჩია — ყვითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი და მწვანე… თანაც, ესა თუ ის ფერი სასმლის განსხვავებული არომატების მიხედვით შემუშავდა. მთლიანობაში, რაც შეეხება ლოგოს, ისე უცვლელი ფორმითაა დატანილი ქილაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რედიზაინი ზაფხულის ტროპიკული არომატის შექმნას ემთხვევა, ახალი ვიზუალი ბრენდის ყველა პროდუქტს შეეხება.