in

ადამიანი სკიტელსი – BBDO Toronto-ს ახალი რეკლამა

BOG
BOG

რეჟისორმა Conor Byrne-მა სარეკლამო სააგენტო  BBDO-სთან ერთად Skittles-ის რეკლამა “Struck by a Rainbow” გადაიღო.

რეკლამის სიუჟეტი დრამატიზმით დატვირთეს და დოკუმენტური ფილმის სტილში გადაიღეს. მთავარი გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ცისარტყელამ დაარტყა. დარტყმის შემდეგ მისი ტანი მთლიანად Skittles-ით დაიფარა.

ვიდეოში ცოლის, დედის და მოხუცი კაცის ინტერვიუა, რომელიც ცისარტყელის დარტყმის თვითმხილველი გახდა. მათი აზრით ყველაზე რთულია ამ ყველაფერს “სერიოზული სახით” შეხედო.  თვითონ დაშავებული კი გვიყვება იმის შესახებ, თუ რა რთული იყო Skittles-თან შეგუება.

შეაფასეთ ცისარტყელა დარტყმულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც BBDO-ს კრეატორებმა შემოგვთავაზეს

ყველა გზა პრივეტში მიდის ანუ „პრივეტ იზ ბატუმა“

ძუნწი ბიჭი, რომელმაც გაზიარება და გაყოფა ისწავლა. KFC-ს რეკლამა